რუპერტ ფრენდი
რუპერტ ფრენდი | |
---|---|
![]() | |
დაბადების სახელი | რუპერტ ფრენდი |
დაბადების თარიღი |
1 ოქტომბერი 1981 ოქსფორდშირი, ![]() |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2004–დღემდე |
საიტი | rupert-friend.net |
რუპერტ ფრენდი (ინგლ. Rupert Friend; დ. 1 ოქტომბერი 1981) — ბრიტანელი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რუპერტ ფრენდი დაიბადა და გაიზარდა სოფელ სტოუნსფილდში. სკოლის დამთავრების შემდეგ გადაინაცვლა ლონდონში[1], სადაც მიიღო სამსახიობო განათლება. კინოში მისი დებიუტი შედგა 2004 წელს ფილმში „მექალთანე“. თავდაპირველად ძირითადად მეორეხარისხოვან როლებში უწევდა გამოსვლა, მოუწია თამაში ფილმებში: „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“, „შერი“, „ახალგაზრდა ვიქტორია“. 2008 წელს ტომ მისონთან ერთად გადაიღო მოკლემეტრაჟიანი კინო, რომელშიაც მთავარი როლები თავადვე განასახიერეს. 2010 წელს შედგა მისი როგორც თეატრის მსახიობის დებიუტი. 2010 წელს რუპერტ ფრენდიმ კიდევ ერთხელ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სტივი“, სადაც ითამაშეს კოლინ ფერთმა, კირა ნაიტლიმ და სხვა.
2005 წლიდან ხვდებოდა ჰოლივუდის მსახიობ კირა ნაიტლის, რომელიც მან ფილმ „სიამაყე და ცრურწმენა“ გადაღების დროს გაიცნო[2][3]. თუმცა 2010 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა[4].
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი | ქართული სახელი | ორიგინალი | როლი |
---|---|---|---|
2004 | მექალთანე | The Libertine | |
2005 | სიამაყე და ცრურწმენა | Pride and Prejudice | |
2007 | უკანასკნელი ლეგიონი | The Last Legion | |
2007 | კანონგარეშე | Outlaw | |
2007 | ქალწულების ტერიტორია | Virgin Territory | |
2008 | ბიჭი ზოლიან პიჟამაში | The Boy in the Striped Pyjamas | |
2009 | შერი | Cheri | |
2009 | ახალგაზრდა ვიქტორია | The Young Victoria | |
2011 | აგვისტოს 5 დღე | 5 Days of August |
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „რუპერტ ფრენდი“ ვიკისაწყობში.
- რუპერტ ფრენდი — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- Times feature
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Rupert Friend gives one heil of a performance in The Boy in the Striped Pyjamas. timesonline.co.uk. ციტირების თარიღი: 2010-04-16.
- ↑ რუპერტ ფრენდი და კირა ნაიტლი. Glamour. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-23. ციტირების თარიღი: 2010-04-16.
- ↑ 'The horrifying moment I was abused by a thug,' by The Duchess star Keira Knightley. dailymail.co.uk. ციტირების თარიღი: 2010-04-16.
- ↑ Keira's Not Getting It Knightley: MOVIE beauty KEIRA KNIGHTLEY has split from her actor love RUPERT FRIEND after five years. The Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-08. ციტირების თარიღი: 2011-01-13.
- სტატიები BIBSYS იდენტიფიკატორით
- გვერდები წითელბმულიანი იდენტიფიკატორით
- სტატიები BNE იდენტიფიკატორით
- სტატიები BNF იდენტიფიკატორით
- სტატიები CINII იდენტიფიკატორით
- სტატიები GND იდენტიფიკატორით
- სტატიები ISNI იდენტიფიკატორით
- სტატიები LCCN იდენტიფიკატორით
- სტატიები NKC იდენტიფიკატორით
- სტატიები NLK იდენტიფიკატორით
- Wikipedia articles with faulty NLP identifiers
- სტატიები NTA იდენტიფიკატორით
- სტატიები SUDOC იდენტიფიკატორით
- სტატიები VIAF იდენტიფიკატორით
- ვიკიპედიის სტატიები WorldCat-VIAF იდენტიფიკატორით
- ინგლისელი მსახიობები
- ინგლისელი კინორეჟისორები
- დაბადებული 1981
- დაბადებული 1 ოქტომბერი