კირა ნაიტლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კირა ნაიტლი
დაბადების სახელი კირა კრისტინა ნაიტლი
დაბადების თარიღი 26 მარტი, 1985 (1985-03-26) (38 წლის)[1]
ლონდონი
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 1993-დღემდე

კირა კრისტინა ნაიტლი (ინგლ. Keira Knightley, დ. 26 მარტი, 1985, ლონდონი) — ოქროს გლობუსის, BAFTA-სა და ოსკარის ნომინანტი ინგლისელი კინოსა და ტელევიზიის მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც კირას ექვსი წელი შეუსრულდა, მას საკუთარი აგენტი ჰყავდა. შვიდი წლის ასაკში მას ჰქონდა დებიუტი ფილმში „სამეფო დღესასწაული“, სადაც პატარა გოგონას როლი ერგო. 11 წლის ასაკში ის არა ერთ მინი-ტელესერიალსა და ტელეშოუში იქნა გადაღებული, რომლებიც ევროპის მასშტაბით გადაიცემოდა. ამავე ასაკში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული პატარა როლებში ფილმებში „სასოფლო საქმე“ (1994), „საგანძურის მაძიებლები“ (1996) და „სახლში დაბრუნება“ (1998).

საერთაშორისო წარმატებას მიაღწია 2003 წელს, ფილმებით „დაარტყი როგორც ბექჰემმა“ და „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“. ამის შემდეგ ნაიტლი გამოჩნდა ჰოლივუდის ფილმებში და მოიპოვა ოსკარის ნომინაცია ელიზაბეტ ბენეტის როლის შესრულებისათვის ჯო ვრაიტის ფილმში „სიამაყე და ცრურწმენა“, რომელიც ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2002 დაარტყი როგორც ბექჰემმა Bend It Like Beckham ჯულიეტ პრექსტონი
2002 ექიმი ჟივაგო Doctor Zhivago ლარა ანტიპოვა
2003 კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა Pirates of the Caribbean: The Curse of the Black Pearl ელიზაბეთ სუონი
2003 რეალური სიყვარული Love Actually ჯულიეტი
2005 დომინო Domino დომინო ჰარვი
2005 სიამაყე და ცრურწმენა Pride & Prejudice ელიზაბეთ ბენეტი
2006 კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრის სკივრი Pirates of the Caribbean: Dead Man's Chest ელიზაბეთ სუონი
2007 კარიბის ზღვის მეკობრეები: მსოფლიოს დასასრული Pirates of the Caribbean: At World's End ელიზაბეთ სუონი
2010 ლონდონის ბულვარი London Boulevard შარლოტი
2011 სახიფათო მეთოდი A Dangerous Method საბინა შპილრაინი
2012 ანა კარენინა Anna Karenina ანა კარენინა
2014 ჯეკ რაიანი: აჩრდილის გაწვევა Jack Ryan: Shadow Recruit კეთი
2014 იმიტაციის თამაში The Imitation Game ჯოან კლარკი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Monitor“. Entertainment Weekly (1252): 30. 29 March 2013.