რუისპირის კოშკი
იერსახე
რუისპირის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში. კოშკი დგას სოფლის ჩრდილოეთ კიდეში. მრგვალია. ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით დუღაბზე. შემორჩენილია პირველი სართულის დონეზე. ჩრდილოეთ მხარეს ქონია თაღოვანი შესასვლელი. კედლებში ვიწრო სარკმელ-სათფურებია. კოშკი ძლიერ გადაკეთებულია და შიგნიდან სრულად დაცემენტებულ-დაბეტონებული, რის გამოც მისი ძირითადი მახასიათებლების გარკვევა არ ხერხდება, თუმცა, ირკვევა, რომ პირველ სართულს კამაროვანი გადახურვა ჰქონია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38205