შინაარსზე გადასვლა

რომი შნაიდერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომი შნაიდერი
დაბადების სახელი როზმარი მაგდალენა ალბახი-რეთი
დაბადების თარიღი 23 სექტემბერი, 1938
ვენა, ავსტრია
გარდაცვალების თარიღი 29 მაისი, 1982 (43 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
მოქალაქეობა  საფრანგეთი[1]
 გერმანია[1]
 ავსტრია[1]
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) პარტნიორი - ალენ დელონი (1959-1963)
ჰარი მეიენი (1966–1975)
დანიელ ბიასინი (1975–1981)
პარტნიორ(ებ)ი ალენ დელონი და Laurent Pétin
შვილ(ებ)ი Sarah Biasini[1] და David Haubenstock
რომი შნაიდერი

რომი შნაიდერი (დ. 23 სექტემბერი, 1938, ვენა, ავსტრია — გ. 29 მაისი, 1982, პარიზი, საფრანგეთი) — გერმანელ-ფრანგი მსახიობი, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია გერმანიასა და საფრანგეთში.

რომის მამა- ავსტრიელი მსახიობი ვულფ ალბახი-რეთი. დედა - გერმანელი მსახიობი და მომღერალი მაგდა შნაიდერი. 1945 წელს რომის მშობლები განქორწინდნენ. რომისა და მისი ძმის მზრუნველობა მოიპოვა მაგდა შნაიდერმა.

მან კარიერა დაიწყო, როცა იყო 15 წლის. 1955-1957 წლებში ითამაშა მთავარი პერსონაჟი და განასახიერა ავსტრიის დედოფალი ელისაბედი ფილმში ″Sissi″.

რომი თამაშობდა უამრავ ფილმში და განასახიერებდა სხვადასხვა ხასიათის პერსონაჟებს. მათ შორის კარდინალური, რისთვისაც მიიღო ოქროს გლობუსი. იგი იყო ქალი, რომელმაც ერთდროულად მოაჯადოვა ავსტრიაც და საფრანგეთიც.

ალენ დელონი და რომი შნაიდერი, ნიცა, 1968 წელი
რომი და თავისი ვაჟი დევიდი
Sissi
რომი შნაიდერის საფლავი, საფრანგეთი

1958 წელს ის შეხვდა ალენ დელონს. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და დაინიშნენ. რომი შნაიდერი საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია. 1963 წელს რომი და ალენი ერთმანეთს დაშორდნენ. 1958 წელს რომიმ და ალენმა ერთად ითამაშეს ფილმში კრისტინა. ხოლო მეორედ, დაშორების შემდეგ, 1968 წელს, ალენმა მას ისევ შესთავაზა, მიეღო მასთან ერთად მონაწილეობა ფილმში აუზი. მათი წყვილი აღიარებულია მშვენიერების, ახალგაზრდობისა და წარმატების სიმბოლოდ. რომი წერდა, რომ მისი ცხოვრება მთლიანად სამმა ადამიანმა შეცვალა, ესენი იყვნენ: ალენ დელონი, ლუკინო ვისკონტი და კოკო შანელი.

1966 წელს რომი მეორედ გათხოვდა და ცოლად მიჰყვება რეჟისორ ჰარი მეიენს. მათ შეეძინებათ ვაჟი დევიდი. მოგვიანებით რომი და ჰარი დაშორდნენ.

1975 წელს რომი მესამედ გათხოვდა და ცოლად მიჰყვება დანიელ ბიასინს, რომელთანაც შეეძინება ქალიშვილი სარა. რომისთვის მესამე ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა და 1981 წელს ისინი დაშორდნენ.

1981 წელს რომის ცხოვრებაში მოხდა დიდი ტრაგედია. მას დაეღუპა ვაჟიშვილი დევიდი, რომელიც იყო 14 წლის. შვილის სიკვდილის შემდეგ რომი დეპრესიაში ჩავარდა და ალკოჰოლს მიეძალა.

რომი შნაიდერი გარდაიცვალა 1982 წელს, 43 წლის ასაკში. ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ მან თავი მოიკლა, მაგრამ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ მას გული გაუსკდა. იგი დაკრძალულია პარიზში.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1954ფ დედოფლის ახალგაზრდული წლები Mädchenjahre einer Königinპრინცესა ვიქტორია/დედოფალი ვიქტორია
1954ფ ფოიერვერკი Feuerwerkანა ობერჰოლზერი
1955ფ ჩემი პირველი სიყვარული Der letzte Mannნიდი ჰოეველმანი
1955ფ მარში იმპერატორისთვის Die Deutschmeisterსტანსი ჰუბნერი
1955ფ სისი Sissiსისი
1956ფ ფისუნია და დიდი სამყარო Kitty und die große Weltქითი დუპონტი
1956ფ სისი – ახალგაზრდა იმპერატორი ქალი Sissi – Die junge Kaiserinსისი
1957ფ სისი - იმპერატორი ქალის საბედისწერო წლები Sissi – Schicksalsjahre einer Kaiserinსისი
1957ფ სიყვარული პარიზიდან Love from Parisანა-კლერი ჯოვანი
1958ფ ევა Evaნიკოლი
1958ფ სკამპოლო Scampoloსკამპოლო
1958ფ გოგონები უნიფორმაში Mädchen in Uniformმანუელა ვონ მეინჰარდისი
1958ფ კრისტინა Christineკრისტინა ვეირინგი
1959ფ კატია Katiaკატია
1959ფ ანგელოზი დედამიწაზე Ein Engel auf Erdenსტიუარდესა/ანგელოზი
1960ფ მეწამული შუადღე Purple Noon (Plein soleil)ფრედის მეგობარი
1961ფ ბოკაჩო 70 Boccaccio '70პუპე
1962ფ ბრძოლა კუნძულზე Le Combat dans l'îleანა
1962ფ პროცესი The Trialლენი
1962ფ გამარჯვებულები The Victorsრეჯინი
1963ფ კარდინალი The Cardinalანამარია ვონ ჰარტმანი
1964ფ კარგი მეზობელი სემი Good Neighbor Samჟანეტ ლაგერლოფი
1964ფ ჯოჯოხეთი L'Enferოდეტა
1965ფ სიყვარული ზღვაზე L'Amour à la merვარსკვლავი
1965ფ რა არის ახალი, ფისუნიავ? What's New Pussycat?კაროლ ვერნერი
1965ფ 10:30 ზაფხული 10:30 P.M. Summerკლერი
1966ფ სამმაგი ჯვარი Triple Crossგრაფის ცოლი
1967ფ რომის პორტრეტული სახე Romy: Anatomy of a Face (Romy. Porträt eines Gesichts)დოკუმენტური ფილმი რომის შესახებ
1968ფ ოტლი Otleyიმოგენი
1968ფ აუზი La Piscineმარიანა
1970ფ კალიფა La califfaირენე კორსინი
1970ფ ცხოვრების წვრილმანები Les choses de la vieელენა
1970ფ ჩემი საყვარელი ჩემი შვილი My Lover My Sonფრანჩესკა ანდერსენი
1970ფ ვინ? Qui ?მარინა
1971ფ ტროცკის მკვლელობა The Assassination of Trotskyგიტა სამუელსი
1971ფ მაქსი და მეთუნუქე Max et les Ferrailleursლილი
1972ფ სეზარი და როზალინა César et Rosalieროზალინა
1972ფ ლუდვიგი Ludwigელისაბედ ბავარიელი
1973ფ მატარებელი Le Trainანა კუპფერი
1974ფ სიყვარული წვიმაში Un amour de pluieელიზაბეტი
1974ფ ჯოჯოხეთური ტრიო Le Trio infernalპილომენა შმიდტი
1974ფ მთავარია - გიყვარდეს L'important c'est d'aimerნადინე ჩევალიერი
1975ფ ძველი თოფი Le vieux fusilკლარა დანდიეუ
1975ფ უმანკო ბინძური ხელებით Les innocents aux mains salesჯულია ვოლმსერი
1976ფ მადო Madoელენა
1976ფ ქალი ფანჯარაში A Woman at Her Window (Une femme à sa fenêtre)მარგოთ სანტორინი
1977ფ ჯგუფის პორტრეტი ლედისთან Gruppenbild mit Dameლენი გრუიტენი
1978ფ მარტივი ამბავი A Simple Storyმარია
1979ფ სისხლიანი კავშირი Bloodlineელენა მარტინი
1980ფ სიკვდილი ღია ეთერში La Mort en directკატერინა მორტენჰოე
1980ფ ბანკირი ლედი La Banquièreემა ესკჰერთი
1981ფ სიყვარულის მოჩვენება Fantasma d'amoreანა ბრიგატი ზიგჰი
1981ფ წინასწარი გამოძიების თანხლებით Garde à vueსანტალ მარტინაუდი
1982ფ გამვლელი სან-სუსიდან La Passante du Sans-Souciელსა ვიენერი/ლინა ბაუმსტეინი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 Deutsche Nationalbibliothek Record #118609653 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.