შინაარსზე გადასვლა

რომეინ ბრუქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რომეინ ბრუკსი)
რომეინ ბრუქსი
დაიბადა 1 მაისი, 1874(1874-05-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი რომი[1] [8]
გარდაიცვალა 7 დეკემბერი, 1970(1970-12-07)[1] [2] [3] [5] [7] (96 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიცა[9] [1]
ჟანრი პორტრეტი და საპორტრეტო ფერწერა[8]

რომეინ ბრუქსი (ინგლ. Romaine Brooks, დაბადების სახელი ბეატრის რომეინ გოდარი ინგლ. Beatrice Romaine Goddard; დ. 1 მაისი, 1874 – გ. 7 დეკემბერი, 1970) — ამერიკელი მხატვარი რომელიც ძირითადად მუშაობდა პარიზში და კაპრში. ის სპეციალიზდებოდა პორტრეტის მხატვრობაში და იყენებდა დაბალი ტონალობის მონაცრისფრო პალიტრას. ბრუქსი აიგნორებდა ისეთ თანამედროვე ტრენდებს როგორიც იყო კუბიზმი და ფოვიზმი. ხატავდა საკუთარი ესთეტიკის მიხედვით, რომელიც ინსპირირებული იყო ჩარლზ კონდერის, უოლტერ სიკერტის და ჯეიმზ აბოტ მაკნილ უისლერის შემოქმედებით. მისი მხატვრობის თემატიკა მოიცავდა როგორც უცნობ მოდელებს ასევე არისტოკრატებს. ის ცნობილია ანდროგენულ და მამაკაცურ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალების ნახატებით, მათ შორის 1923 წლის საკუთარი პორტრეტით რომელიც მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია.[10]

ბრუკსს არ ქონდა ბედნიერი ბავშვობა, რადგან მას ალკოჰოლიკი მამა ჰყავდა რომელმაც ოჯახი მიატოვა. დედამისი იყო ემოციურად გაუწონასწორებელი, ხოლო ძმა ფსიქიკურად დაავადებული. მისი განმარტებით, ბავშვობა მტელი ცხოვრების მანძილზე ჩრდილად მიყვებოდა. მან რამდენიმე წელი როგორც ღარიბმა სტუდენტმა გაატარა იტალიაში და საფრანგეთში. 1902 წელს დედის გარდაცვალების შემდეგ მიიღო ქონება. ამ მემკვიდრეობამ თავისუფლად ცხოვრების საშუალება მისცა. ის ხშირად მის ახლობელ ადამიანებს ხატავდა, მაგალითად როგორიც იყვნენ: იტალიელი მწერალი და პოლიტიკოსი გაბრიელე დ’ანუნციო, რუსი მოცეკვავე იდა რუბინშტეინი და მწერალი ნატალი კლიფორდ ბარნი რომელიც 50 წლის მანძილზე მისი პარტნიორი იყო.

საპირისპირო მტკიცებულების არსებობის მიუხედავად არასწორად მიიჩნევა, რომ 1925 წლის შემდეგ ძალიან ცოტას ხატავდა.[11] 1930-იანებში მან "დაუგეგმავი" ტექნიკის გამოყენებით გააკეთა ნახატების სერია, რაც ავტომატურ ხატვას გულისხმობდა. 1930-იანების შუა წლები ნიუ-იორკში გაატარა. მისი ბევრი ნამუშევარი უცნობია, თუმცა ფოტოგრაფიული რეპროდუქციები ადასტურებს მათ არსებობას. ითვლება, რომ მან შემოქმედებით კულმინაციას 1961 წელს ჰერცოგი უბერტო სტროზის პორტრეტით მიაღწია.[11]

რომეინ ბრუქსი 1970 წელს გარდაიცვალა.

1903 წლის 13 ივნისს ის დაქორწინდა მის მეგობარ ჯონ ელინგემ ბრუქსზე და მიიღო ბრიტანეთის მოქალაქეობა.[12] ბრუქსი იყო წარუმატებელი პიანისტი და მთარგმნელი ღრმა ფინანსური პრობლემებით. რომეინ ბრუქსის პირველი ბიოგრაფი მერლი სეკრეტსი მიიჩნევს, რომ მისი მოტივი უფრო მეტად მასზე ზრუნვა იყო ვიდრე ქორწინების საჭიროება. მათ თითქმის მაშივე იჩხუბეს, როდესაც მან თმა შეიჭრა და ინგლისში ფეხით სასიარულო ტურისთვის მამაკაცის ტანისამოსი შეუკვეთა. ჯონი წინააღმდეგი იყო მასთან ერთად ხალხში ამ ფორმით გამოჩენილიყო. ბრუკსმა ქმარი დაახლოებით ერთ წელიწადში მიატოვა და ლონდონში გადავიდა. განშორების შემდეგ ბრუქსი ყოფილ მეუღლეს წელიწადში 300 ფუნტით ეხმარებოდა, რომელიც კაპრიში მეგობართან ერთად კომფორტულად ცხოვრობდა. ის 1929 წელს ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა.[13]

რომეინ ბრუქსის პორტრეტი, დაახ. 1910, ავტ. პეროუ. Romaine Brooks papers-დან

1904 წლიდან რომეინ ბრუქსის აღარ აკმაყოფილებს მისი ადრინდელი ნამუშევრები, განსაკუთრებით არ მოწონს მკვეთრი ფერების გამოყენება. ის მიემგზავრება კორნუოლის სანაპიროზე სენტ-ეივსში, სადაც ქირაობს პატარა სტუდიოს და მუშაობს ნაცრისფერის გრადაციების გამოყენებაში. როდესაც ადგილობრივი მხატვრების ჯგუფმა სთხოვა მოეწყო არაფორმალური ჩვენება, მან მხოლოდ მუყაოს რამდენიმე ნაჭერი აჩვენა, რომლებზეც გაკეთებული ქონდა ნაცრისფერით ხატვის ექსპერიმენტები. ამის შემდეგ მისი თითქმის ყველა ნახატის ძირითად ფერი არის ნაცრისფერი, თეთრი და შავი ფერის კომბინაცია ოხრის, უმბერის და ალიზარინის ელფერით. 1905 წლიდან მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს მისი ფერების პალიტრა და დანარჩენი ცხოვრება ამ ჰარმონიის განვითარებას დაუთმო.[11][14]

  • Barnes, Djuna (1992). Ladies Almanack, Introduction by Susan Sniader Lanser, New York: New York University Press. ISBN 978-0-8147-1180-4. 
  • Chadwick, Whitney (2000). Amazons in the Drawing Room: The Art of Romaine Brooks, Essay by Joe Lucchesi, Berkeley: University of California Press. ISBN 978-0-520-22567-1. 
  • Chastain, Catherine McNickle (Fall 2001 – Winter 2002). „Romaine Brooks: A New Look at Her Drawings“. Woman's Art Journal. 17 (2): 9–14. doi:10.2307/1358461. JSTOR 1358461.
  • Cotter, Holland (August 25, 2000). „ART REVIEW; Politics Runs Through More Than Campaigns“. The New York Times. ციტირების თარიღი: October 2, 2006.
  • Doan, Laura (2001). Fashioning Sapphism: The Origins of a Modern English Lesbian Culture. New York: Columbia University Press. ISBN 978-0-231-11007-5. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
  4. FemBio database
  5. 5.0 5.1 Brooks, Romaine // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T011546
  6. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  7. 7.0 7.1 The Fine Art Archive
  8. 8.0 8.1 Kuiper K. Encyclopædia Britannica
  9. Deutsche Nationalbibliothek Record #12089842X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  10. Latimer, Women Together, 51.
  11. 11.0 11.1 11.2 Langer, Cassandra (2015). Romaine Brooks: A Life. Madison, Wisconsin: University of Wisconsin, გვ. 68. ISBN 978-0299298609. 
  12. Group: an officer of high rank and his wife. B.C. 1300. (B.M.).. ციტირების თარიღი: 2021-11-16
  13. Morgan, Ted (1980). Somerset Maugham. Royal National Institute for the Blind. OCLC 1012118099. 
  14. Secrest, 186–189.