რომაული კალენდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომაული კალენდარი, დაახლოებით ქრისტეშობამდე 60 წელს, იულიუსის რეფორმამდე.

რომის დაარსებიდან მის დაცემამდე კალენდარული სისტემა რამდენიმეჯერ იქნა შეცვლილი. თავდაპირველად ახალ წელს რომაელები მარტში აღნიშნავდნენ. ამიტომაც ამ თვეს რომაელთა ღმერთის მარსის სახელი ერქვა. მხოლოდ მოგვიანებით დაიწყო ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს, როდესაც ახალი კონსულები იკავებდნენ თანამდებობას.

უძველესი კალენდარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელიწადი იწყებოდა 21 მარტს, როდესაც დღე და ღამე ტოლია. წელიწადში იყო ათი თვე:

  • Martius (31 დღე) - დაერქვა ომის ღმერთის მარსის პატივსაცემად.
  • Aprilis (30 დღე) - დაერქვა ლათინური სიტყვიდან "აპრირე", რაც ნიშნავს "გახსნას". ამ თვეში იხსნებდა ხეებზე კვირტები.
  • Maius (31 დღე) - დაერქვა ქალღმერთ მაიას, ღმერთ "მერკურის" დედის პატივსაცემად.
  • Junius (30 დღე) - დაერქვა ქალღმერთ იუნონას, ღმერთ იუპიტერის მეუღლის პატივსაცემად.
  • Quintilis (31 დღე) - მეხუთე
  • Sextilis (30 დღე) - მეექვსე
  • September (30 დღე) - მეშვიდე
  • October (31 დღე) - მერვე
  • November (30 დღე) - მეცხრე
  • December (30 დღე) - მეათე

ამრიგად წელიწადში 304 დღე ივსებოდა, მაგრამ რჩებოდა 61 დღე, რომელიც კალენდარში არ ჯდებოდა. ქურუმები მთვარის კალენდრის შემოღებას ტრადიციულად ნუმა პომპილიუს მიაწერენ ეტრუსკი[1]. 30 დღიანი თვეები 29 დღემდე შეიკვეცა და წლის ბოლოს ორი თვე დაემატა: 29 დღიანი Ianuarius ღმერთ იანუსის პატივსაცემად და Februarius 28 დღით, რაც განწმენდას ნიშნავს. მიუხედავად ამისა 10 დღე მაინც კალენდარგარეთ დარჩა. ამის ამოსავსებად დამატებით თვეს იყენებდნენ (Mensis Intercalaris). დამატებითი თვე რამდენიმე წელში ერთხელ ჯდებოდა, და თუ როდის უნდა ყოფილიყო იგი გამოყენებული დიდი პონტიფიკუსი წყვეტდა. ამ კალენდარული სისტემის პირველად გადახედვა მოხდა მეორე პუნიკური ომის შემდეგ და მეორედ ეს იულიუს კეისარმა გააკეთა, მან შეცვალა მთელი სისტემა და მთვარის კალედრის ნაცვლად მზის კალენდარი შემოიღო, რომელსაც იულიანური კალენდარი დაერქვა. მან დაადგინა რომ წელიწადში 365 დღე და 1/4 დღეღამეა. ყოველ 4 წელიწადში ერთხელ კი თებერვალს თითო დღე დაემატა.

მას შემდეგ რაც კვინტილიუსს და სექსტილიუსს ივლისი და აგვისტო დაერქვა, რომაელებმა წაართვეს თებერვალს 2 დღე და ამ თვეებს დაამატეს.

დღეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თვის დღეების აღნიშვნა რომაელებს მთვარის ფაზებთან ჰქონდათ დაკავშირებული.

  • კალენდები - თვის პირველი რიცხვი, (Kalendae ან Calendae) თავდაპირველად ეს ახალი მთვარის პირველი დღე იყო, რომლის შესახებაც დიდი პონტიფიკუსი ატყობინებდა ხალხს.
  • ნონები - თვის მეხუთე ან მეშვიდე დღე. ნახევარმთვარის პირველი დღე.
  • იდები - თვის მეცამეტე ან მეთხუთმეტე დღე. ტრადიციულად ეს ახალი მთვარის პირველი დღე იყო.

თვის დანარჩენი დღეები გადაითვლებოდა კალენდებიდან, ნონებიდან ან იდებიდან. "დღით ადრე" ლათინულად არის ante diem შემოკლებილად a.d. ხოლო უშუალოდ წინა დღე pridie. რომაული თარიღები ასე უნდა იქნას წაკითხული:

  • Kal. Sept. = სექტემბრის კალენდები (1 სექტემბერი)
  • a.d. IV Non. Sept. = სექტემბრის ნონებამდე 4 დღე (2 სექტემბერი)
  • a.d. III Non. Sept. = სექტემბრის ნონებამდე 3 დღე (3 სექტემბერი)
  • prid. Non. Sept. = სექტემბრის ნონების წინა დღე (4 სექტემბერი)
  • Non. Sept. = სექტემბრის ნონები (5 სექტემბერი)
  • a.d. VIII Id. Sept. = სექტემბრის იდებამდე 8 დღე (6 სექტემბერი)
  • a.d. VII Id. Sept. = სექტემბრის იდებამდე 7 დღე (7 სექტემბერი)
  • a.d. VI Id. Sept. = სექტემბრის იდებამდე 6 დღე (8 სექტემბერი)
  • a.d. V Id. Sept. = სექტემბრის იდებამდე 5 დღე (9 სექტემბერი)
  • a.d. IV Id. Sept. = სექტემბრის იდებამდე 4 დღე (10 სექტემბერი)
  • a.d. III Id. Sept. = სექტემბრის იდებამდე 3 დღე (11 სექტემბერი)
  • a.d. II Id. Sept. = სექტემბრის იდებამდე 2 დღე (12 სექტემბერი)
  • prid. Id. Sept. = სექტემბრის იდებამდე 1 დღე (13 სექტემბერი)
  • Id. Sept. = სექტემბრის იდები (14 სექტემბერი)
  • a.d. XVII Kal. Oct. = ოქტომბრის კალენდებამდე 7 დღე (15 სექტემბერი) და ა.შ.
  • Kal. Oct. = ოქტომბრის კალენდები

გაითვალისწინეთ, მაშინ სექტემბერში 29 დღე იყო.

კვირის დღეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველ რომში ეტრუსკული 8 დღიანი კვირა იყო. ყოველ მერვე დღეს ქალაქებში ამართებოდა ბაზრობები, ხოლო თუ "ბაზრის დღე" რაიმე დღესასწაულს ემთხვეოდა, მაშინ პონტიფიკუსს იგი გადაჰქონდა. კვირის დღეები კალენდარში ლათინური ასოებით აღინიშნებოდა A-H. შვიდდღიანი კვირა კი მხოლოდ 321 წელს დაკანონდა.

წლების ათვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საიმპერატორო ფასტის ფრაგმენტი

რესპუბლიკის პერიოდში რომაელებს არ ჰქონდათ წლების ათვლის სისტემა. წლებს არქმევდნენ კონსულების სახელებს (იხ. რომის რესპუბლიკის კონსულების სია). მაგალითად ძვ. წ. 413 წელი იყო აულუს მარკუს კორნელიუს კოსუსის და ლუციუს ფურიუს ლ.ფ. მედულინუსის კონსულობის წელი. ხოლო გვიანდელ რესპუბლიკაში შემოვიდა რომის დაარსებიდან წლების ათვლა. ვარონის თანახმად ეს ძვ. წ. 753 წელს მოხდა. რომის დაარსებიდან წლების ათვლა აღინიშნება როგორც ab urbe condita შემოკლებულად (a.u.c.).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bickerman, E.J. Chronology of the Ancient World. (London: Thames & Hudson, 1969, rev. ed. 1980).
  • Brind'Amour, P. Le Calendrier romain: Recherches chronologiques (Ottawa, 1983)
  • Feeney, Denis C. Caesar's Calendar: Ancient Time and the Beginnings of History. Berkeley: University of California Press, 2007 (hardcover, ISBN 0-520-25119-9).
  • Michels, A.K. The Calendar of the Roman Republic (Princeton, 1967).
  • Richards, E.G. Mapping Time. Oxford: Oxford University Press. ISBN 0-19-850413-6.
  • Rüpke, J. The Roman Calendar from Numa to Constantine: Time, History and the Fasti (trans. D. M. B. Richardson) (Wiley, 2011). ISBN 978-0-470-65508-5 (print) 9781444396539 (online).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. არსებობს ვარაუდი რომ 12 თვიანი კალენდარი რომაელებმა ეტრუსკებისგან გადაიღეს