რომან ჰერცოგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომან ჰერცოგი
Roman Herzog
რომან ჰერცოგი Roman Herzog
გერმანიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ივლისი, 1994 – 30 ივნისი, 1999
კანცლერი  ჰელმუტ კოლი
გერჰარდ შრედერი
წინამორბედირიხარდ ფონ ვაიცზეკერი
მემკვიდრეიოჰანეს რაუ

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1987 – 1994

დაბადებული5 აპრილი, 1934
ლანდსჰუტი, ბავარია
გარდაცვლილი10 იანვარი, 2017 (82 წლის)
ბერლინი, გერმანია
ეროვნებაგერმანელი
რელიგიაპროტესტანტი
ხელმოწერა

რომან ჰერცოგი (გერმ. Roman Herzog; დ. 5 აპრილი, 1934, ლანდსჰუტი, ბავარია — გ. 10 იანვარი, 2017, ბერლინი, გერმანია) — გერმანელი იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტი 1987-1994 და გერმანიის ბუნდესპრეზიდენტი 1994–1999 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა პროტესტანტის ოჯახში. იურიდიული განათლება მიიღო მიუნხენში და რამდენიმე ხნის განმავლობაში მუშაობდა მიუნხენის უნივერსიტეტის ასისტენტად. 1987–1994 წლებში იყო გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტი .1994 წელს აირჩიეს გერმანიის პრეზიდენტად. ამ თანამდებობაზე დარჩა 1999 წლამდე.

გარდაიცვალა 2017 წლის 10 იანვარს მძიმე ავადმყოფობის შედეგად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]