გერმანიის პრეზიდენტი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|გერმანიის პრეზიდენტი}} |
ბუნდესპრეზიდენტი (გერმ. Bundespräsident; ქართ. ფედერალური პრეზიდენტი) არის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის მეთაური და პირველი პირია, თუმცა ნაკლები პოლიტიკური გავლენა აქვს ბუნდესკანცლერთან შედარებით. წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში. მისი კომპეტენციის ფარგლებში შედის აგრეთვე საშინაო პოლიტიკის საკითხები: როგორიცაა ფორმალური მხარდაჭერა საკანონმდებლო აქტების მიღებისას; მთავრობების, მინისტრების, მოსამართლეების და სხვათა დანიშვნა; პრეროგატივა პარლამენტის დათხოვნის და ახალი არჩევნების დანიშვნის. აირჩევა 5 წლის ვადით სპეციალურად მოწვეული ფედერალური კრების მიერ. 2017 წლიდან ბუნდესპრეზიდენტი არის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი.
ბუნდესპრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს ბელევიუს სასახლეში ბერლინში და ჰამერშმიტის ვილაში ბონში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|