შინაარსზე გადასვლა

რიკარდო კოჩანტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიკარდო კოჩანტე

რიკარდო კოჩანტე 1975 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 20 თებერვალი, 1946 (1946-02-20) (78 წლის)
დაბ. ადგილი საიგონი
ჟანრ(ებ)ი პოპი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, ფორტეპიანო
აქტიური 1968 — დღემდე
ლეიბლ(ებ)ი RCA Talent, Delta, RCA Italiana, Virgin Dischi, 20th Century
საიტი ოფიციალური საიტი
რიკარდო კოჩანტე ვიკისაწყობში

რიკარდო კოჩანტე (დ. 1946 წლის 20 თებერვალს) — იტალიურ-ფრანგული წარმოშობის მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი. იგი წერს იტალიურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე, ზოგიერთი მათგანი კი ამ სამივე ენაზეა შექმნილი.

კოჩანტე დაიბადა საიგონში, ფრანგულ ინდოჩინეთში, დღევანდელ ხოშიმინში (ვიეტნამი). მამამისი იყო იტალიელი, დედა კი-ფრანგი. 11 წლისა იგი ჩავიდა რომში და სასწავლებლად შევიდა სკოლაში. რომშივე დაიწყო მუსიკალური კარიერის შექმნა, 1972 წლისთვის კი პოპულარობასაც მიაღწია. იგი აგრეთვე ცხოვრობდა შეერთებულ შტატებსა და ირლანდიაში. 1976 წელს ჩაწერა The Beatles-ის „Michelle“-ის ქავერ-ვერსია.

1991 წელს მან გაიმარჯვა სან-რემოს ფესტივალში, სიმღერით „Se stiamo insieme“. 1997 წლის შობას კი ესპანელმა ტენორმა და მისმა მეგობარმა პლასიდო დომინგომ მიიწვია თავის ყოველწლიურ კონცერტზე „შობა ვენაში“, სარა ბრაიტმანთან და ჰელმუტ ლოტისთან ერთად.

2008 წლისთვის კოჩანტე იყო ავტორი სამი მიუზიკლისა, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი იყო „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“.

  • Mu (1972)
  • Poesia (1973)
  • Anima (1974)
  • L'alba (1975)
  • Richard Cocciante [Anima-ს ინგლისურენოვანი ვერსია] (1976)
  • Concerto per Margherita (1976)
  • Riccardo Cocciante (1978)
  • ...E io canto (1979)
  • Cervo a primavera (1980)
  • Q Concert (1981)
  • Cocciante (1982)
  • Sincerità (1983)
  • Il mare dei papaveri (1985)
  • Quando si vuole bene (1986)
  • La grande avventura (1988)
  • Viva! (1988)
  • Cocciante (იგივე Se stiamo insieme; 1991)
  • Eventi e mutamenti (1993)
  • Il mio nome è Riccardo (1994)
  • Un uomo felice (1994)
  • Je Chante (1995)
  • Innamorato (1997)
  • Istantanea (1998)
  • Notre-dame de Paris live Arena di Verona (2002)
  • Songs (2005)
  • პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (2001; ლიუკ პლამონდონის ტექსტი)
  • რომეო და ჯულიეტა (2007; პასკალ პანელას ტექსტი)
  • პატარა უფლისწული (2007; ელისაბედ ანაისის ტექსტი)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]