რეჩხი
(გადამისამართდა გვერდიდან რეჩხი (მდინარე))
რეჩხი | |
---|---|
ქვეყანა |
![]() |
სათავე | ოხაჩქუეს მასივის სამხრეთ-დასავლეთი ძირი |
სიგრძე | 8,5 კმ |
აუზის ფართობი | 43 კმ² |
რეჩხი — მდინარე სამურზაყანოს დაბლობზე, სიგრძე 8,5 კმ, აუზის ფართობი 43 კმ². სათავე აქვს კარსტული ვოკლუზით ოხაჩქუის მასივის სამხრეთ-დასავლეთ ძირში. ზღვის დონიდან 195 მ. ერთვის მდინარე ერისწყალს მარჯვნიდან. საზრდოობს მიწისქვეშა და წვიმის წყლით საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 4,9 მ³/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა შემოდგომაზე.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 378.