რეფორმები აზერბაიჯანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის სპეციალური ძალები ბაქოში, 2013. შეიარაღებული ძალები უმნიშვნელოვანესი სტრუქტურაა აზერბაიჯანში

აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა. დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ეკონომიკის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში ქაოსი და რეგრესი ახლდა თან.[1][2][3].[4] ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის მთავრობამ ხელი მოაწერა „საუკუნის შეთანხმებას“ და ამ სფეროების განვითარებისთვის რეფორმების განხორციელება დაიწყო.[5]

საუკუნის შეთანხმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წლის 20 სექტემბერს ბაქოში, გულისტანის სასახლეში აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა „საუკუნის შეთანხმებას“. შეთანხმების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მას ხშირად „საუკუნის კონტრაქტს“ უწოდებენ.[6][2] შეთანხმება გულისხმობდა აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის კომპლექსის განვითარებას, რომელიც 10 მილიონი ბარელი ნავთობის რეზერვს მოიცავდა.[7] სახელმწიფოს მიზნები 4 ენაზე შესრულებულ 400 გვერდიან დოკუმენტში აისახა. აღნიშნულ შეთანხმებას ცამეტმა კომპანიამ (ამოკო, British Petroleum, McDermott, Unocal, SOCAR, LukOil, Statoil, Exxson, TPAO, Pennzoil, Itochu, Ramco Energy, Delta) და რვა ქვეყანამ (აზერბაიჯანი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, თურქეთი, ნორვეგია, იაპონია, საუდის არაბეთი) მოაწერა ხელი. კონტრაქტის შესაბამის 26 სხვა ხელშეკრულებას საერთო ჯამში 19 ქვეყნის 41-მა ნავთობკომპანიამ მოაწერა ხელი.[2][6]

მხარეებმა თანამშრომლობის მიზნით ჩამოაყალიბეს კომიტეტები, აზერბაიჯანის აერთაშორისო ოპერაციული კომპანია და საკონსულტაციო საბჭო. 2 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი-მეჯლისმა „საუკუნის კონტრაქტი“ მიიღო. აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის ნავთობის წარმოება 1997 წლის ნოემბერში დაიწყო. მას შემდეგ კომპლექსის მეშვეობით 4 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობი აწარმოეს.[8][9][7]

კონტრაქტი აზერბაიჯანში ოთხი პროექტისთვის შესაბამისი პირობების შექმნას ითვალისწინებდა. შემდეგში აზერბაიჯანმა სანდო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ბევრ ქვეყანასთან დაამყარა, რასაც აზერბაიჯანში ნავთობის სფეროში ინვესტიციების რაოდენობის მნიშვნელოვნად ზრდა მოჰყვა. აზერი-ჩირაგი-გიუნაშლიში 30 მილიარდზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო.[7] კომპლექსის 35.78%-ს BP ფლობს, SOCAR - 11.65%-ს, Chevron - 11.27%-ს, Inpex - 10.96%-ს, ExxonMobil - 8.0006%-ს, Statoil - 8.56%-ს, TPAO - 6.75%-ს, ONGC Videsh Ltd - 2.72%-ს.[9]

რეფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-იან წლებში აზერბაიჯანში ეკონომიკური ტრანზიციის რთული პროცესი მიმდინარეობდა, რომელმაც არა მხოლოდ ეკონომიკაზე, არამედ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებზეც იქონია გავლენა. ქვეყანაში სიტუაციის გასაუმჯობესებლად აზერბაიჯანის მთავრობამ ეკონომიკის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში რეფორმების განხორციელება დაიწყო.[10][11]

ჯანდაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ დაშავებულთა დასახმარებლად სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება გახდა საჭირო. ამასთან დაკავშირებით 1998 წელს ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროში რეფორმების გატარების შესახებ სისტემატური დისკუსია დაიწყო, რასაც ჯანდაცვის სფეროში რეფორმების სახელმწიფო კომისიის შექმნა მოჰყვა. 1999 წელს კომისიამ ჯანდაცვის სფეროში რეფორმების პირველი კონცეფტუალური დოკუმენტი გამოაქვეყნა.[12] 1999 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში აზერბაიჯანში ჯანდაცვის სფეროს გასაუმჯობესებლად არაერთი კანონი მიიღეს, მათ შორის: „კანონი სამედიცინო დაზღვევის შესახებ“ (1999), „კანონი კერძო სამედიცინო პრაქტიკის შესახებ“ (2000), „კანონი ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ (2000), „კანონი ინფექციურ დაავადებათა იმუნიპროფილაქტიკის შესახებ“ (2000), „კანონი იოდის დეიფიციტის მასობრივი პრევენციისთვის მარილის იოდიზაციის შესახებ“ (2001), „კანონი დიაბეტიანი ადამიანების სახელმწიფო მზრუნველობის შესახებ“ (2003), „კანონი ჰემოფილიითა და თალასემიით დაავადებულთა სახელმწიფო მზრუნველობის შესახებ“ (2005), „კანონი სისხლის მომსახურებისა და სისხლის დონორების შესახებ“ (2005), „კანონი ონკოლოგიური მზრუნველობის შესახებ“ (2006) და სხვ. 2007 წელს დაარსდა ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის სახელმწიფო სააგენტო. [12]

სამხედრო სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანელი ჯარისკაცები ერაყში

აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი 2009 წელს 2.46 მილიონი აშშ დოლარიდან 2015 წლისთვის 4.2 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. აზერბაიჯანის სახმელეთო ჯარის შემადგენლობაში 56 840 ჯარისკაცი ირიცხება, 7 900 მებრძოლი - საჰაერო ძალებში, ხოლო 2 200 ადამიანი - საზღვაო ძალებში. ნაციონალური დაცვის, სახელმწიფო საზღვრის სამსახურსა და შიდა ჯარის ნაწილში 19 500 ადამიანია მსახურობს. ბოლო 15 წლის მანძილზე სამხედრო სამსაახურში ნამყოფთა რაოდენობა 300 000 ადამიანს უტოლდება. სამხედრო მძიმე ტექნიკა 300 მთავარი საბრძოლო ტანკის, 595 შეჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 270 საარტილერიო სისტემისგან შედგება. აზერბაიჯანს 106 საბრძოლო თვითმფრინავი და 35 შვეულმფრენი ჰყავს.[13]

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აზერბაიჯანი სამხედრო აღჭურვილობას სხვა ქვეყნებისგან იძენდა. 2000-იანი წლების დასაწყისში აზერბაიჯანმა სამხედრო აღჭურვილობისა და მანქანების თავად წარმოება გადაწყვიტა. ამ მიზნით, პრეზიდენტის ბრძანებით, 2005 წლის 16 დეკემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის ინდუსტრიის სამინისტრო ჩამოყალიბდა.

აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმას 2005 წლის მაისში მოეწერა ხელი. ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აზერბაიჯანი უამრავ ვალდებულებას იღებს.[14][15]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Administrative Department of the President of the Republic of Azerbaijan Presidential Library, Economy

ECONOMIC REFORMS დაარქივებული 2009-05-17 საიტზე Wayback Machine.

EDUCATION REFORMS IN COUNTRIES IN TRANSITION: POLICIES AND PROCESSES

State program on reforms in the higher education system of the Republic of Azerbaijan

Azerbaijan: Health system review დაარქივებული 2021-06-16 საიტზე Wayback Machine.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cornell, Svante (2005). Small Nations and Great Powers: A Study of Ethnopolitical Conflict in the Caucasus. Routledge, გვ. 29. ISBN 9781135796693. 
  2. 2.0 2.1 2.2 Economy.
  3. Azerbaijan marks 20 years since oil contract | Observations | BP Magazine | BP Global en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-13. ციტირების თარიღი: 2020-10-28.
  4. EDUCATION REFORMS IN COUNTRIES IN TRANSITION: POLICIES AND PROCESSES.
  5. Official web-site of President of Azerbaijan Republic - AZERBAIJAN » Contract of Century. ციტირების თარიღი: 2017-08-04
  6. 6.0 6.1 Official web-site of President of Azerbaijan Republic - AZERBAIJAN » Contract of Century. ციტირების თარიღი: 2017-07-28
  7. 7.0 7.1 7.2 SOCAR's Strategy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-28. ციტირების თარიღი: 2020-10-28.
  8. Welcome to Heydar Aliyevs Heritage Research Center. ციტირების თარიღი: 2017-07-28
  9. 9.0 9.1 „Caspian Energy - UK could use the experience of Azerbaijan - Tim Eggar“. Caspian Energy (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-28. ციტირების თარიღი: 2017-07-28.
  10. Economic development in Azerbaijan.
  11. Evaluation of EC Tacis Country Strategy: Azerbaijan 1996-1999.
  12. 12.0 12.1 Health Systems in Transition: Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-16. ციტირების თარიღი: 2020-10-28.
  13. “About 7 billion will be spent in military expenditures” (in Azeri), Azerbaijan Telegraph Agency (Azertag), 17 October security and military industry minis-tries as well as the state border committee and the non-state Voluntary Military-Patriotic Technical Sports Society. The budget indicates only general outlays.
  14. http://www.nato.int/cps/on/natohq/topics_49290.htm
  15. R.Rustamov, “There was no army before 1993” (in Russian), Zerkalo, 20 June 2008, Azerbaijan’s total budget in 2003 was $1.2 billion.