რენე მუავადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რენე მუავადი
რენე მუავადი
ლიბანის მე-8 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 ნოემბერი, 1989 – 22 ნოემბერი, 1989[1]
პრემიერ-მინისტრი  სელიმ ჰოსი
წინამორბედისელიმ ჰოსი
მემკვიდრესელიმ ჰოსი

დაბადებული17 აპრილი, 1925
ზღარტა, ლიბანი
გარდაცვლილი22 ნოემბერი, 1989 (64 წლის)
ბეირუთი, ლიბანი
პოლიტიკური პარტიაქათაიბი
მეუღლენაილა მუავადი
შვილებირიმა, მიშელი
განათლებაწმინდა იოსების უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი, პოლიტიკოსი
რელიგიამარონიტი

რენე მუავადი (დ. 17 აპრილი, 1925, ზღარტა, ლიბანი — გ. 22 ნოემბერი, 1989, ბეირუთი, ლიბანი) — ლიბანის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ლიბანის პრეზიდენტი 1989 წლის 5 ნოემბიდან 22 ნოემბრამდე, 17 დღის განმავლობაში. მოკლა უცნობმა თავდამსხმელმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რენე მუავადი დაიბადა 1925 წლის 17 აპრილს ქალაქ ზღარტაში, რომელიც მდებარეობდა საფრანგეთის სამანდატო ტერიტორიაზე. იგი სწავლობდა ტრიპოლის სკოლა დე ლა სალიაში, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო წმინდა იოსების კოლეჯში, რომელიც მდებარეობდა ქალაქ აინტურაში. კოლეჯის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ბეირუთის წმინდა იოსების უნივერსიტეტში, სადაც 1947 წელს მიენიჭა იურისტის სპეციალობა. მუშაობდა აბდალა იაფის იუიდიულ ფირმაში, რომელსაც 7-გზის ეკავა ლიბანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

1951 წელს მუავადმა პირველად მოსინჯა პოლიტიკაში ძალები, შეეცადა ეროვნულ ასამბლეაში კენჭი ეყარა ქალაქ ზღარტიდან, მაგრამ დამარცხდა, რადგან გამოვლინდა ალიანსი მასსა და ფრანგულ კლანს შორის. თუმცა იგი შემდგომ მაინც აირჩიეს ქვეყნის პარლამენტში. 1957 წელს იგი პარლამენტარი გახდა. მუავადის ხელახლა არჩევა მოხდა ასევე 1960, 1964, 1968 და 1972 წლებში. 1972 წლის არჩევნები აღმოჩნდა ბოლო მის მიერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე, რადგან 1975-1990 წლებში ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა გარკვეული ვადით გადადო საპარლამენტო არჩევნები.

1952 წელს მუავადი დააპატიმრეს ქალაქ ალეიში, იმ მასობრივ არეულობებში მონაწილეობისათვის, რომელმაც გამოიწვია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ლიბანის პირველი პრეზიდენტის, ბიშარა ელ-ხურის გადადგომა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს და გაემგზავრა ლატაკიაში, სირიაში, ხოლო შემდეგ ეგვიპტეში სადაც იგი ცხოვრობდა რამდენიმე წლის განმავლობაში. ეგვიპტეში იგი შეხვდა და პირადად გაიცნო პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი.

პარლამენტში არჩევის შემდეგ რენე მუავადი ფუად შეჰაბის აქტიური მომხრე გახდა, მასთან ერთად იგი ხელმძღვანელობდა პარლამენტის საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტს, 1961 წლის 31 ოქტომბრიდან 1964 წლის 20 თებერვლამდე რაშიდ ქარამეს მთავრობაში ეკავა საფოსტო კავშირისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრის თანამდებობა. 1969 წლის 16 იანვრიდან 24 ნოემბრამდე ეკავა საზოგადოებრივ საქმეთა მინისტრის თანამდებობა. 1970 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან მხარი დაუჭირა სულეიმან ფრანჟიეს. ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში იგი მნიშვნელოვან თანამდებობაზე არ ყოფილა. 1980 წლის 25 ოქტომბერს იგი პრეზიდენტ ილიას სარკისის მთავრობაში დაინიშნა განათლებისა და კულტურის მინისტრად და აღნიშნული თანამდებობა ეკავა 1982 წლის 24 სექტემბრამდე.

1989 წლის 5 ნოემბერს რენე მუავადი აირჩიეს ქვეყნის პრეზიენტად[2]. 17 დღის შემდეგ, როდესაც იგი ბრუნდებოდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმიდან, დასავლეთ ბეირუთში მისი ავტომანქანა კოლონასთან ერთად აფეთქდა[2]. აფეთქების შედეგად დაიღუპა მუავადი და 23 ადამიანი. თავდასხმის მოტივი და ორგანიზატორები დღემდე არ არის გარკვეული[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მუავადის მმართველობის პერიოდი სადავო იყო მიშელ აუნის მმართველობის პირველ პერიოდთან.
  2. 2.0 2.1 Lebanon A Bomb Aimed at Peace. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-25. ციტირების თარიღი: 2016-11-06.
  3. თავდასხმის ისტორია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-13. ციტირების თარიღი: 2007-06-13.