მიშელ სულეიმანი
| მიშელ სულეიმანი | |
| ლიბანის პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 25 მაისი, 2008 – 25 მაისი, 2014 | |
| წინამორბედი | ფუად სინიორა |
| მემკვიდრე | თამამ სალამი |
| დაბადებული | 21 ნოემბერი, 1948 ამშიტი, |
| მეუღლე | ვააფა სულეიმანი |
| შვილები | რიტა, ლარა, შარბელი |
| განათლება | ლიბანის უნივერსიტეტი |
| პროფესია | სამხედრო |
| რელიგია | მარონიტი კათოლიკე |
მიშელ სულეიმანი (ფრანგ. Michel Sleiman, არაბ. ميشال سليمان დ. 21 ნოემბერი, 1948, ამშიტი, ლიბანი) — ლიბანის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, ლიბანის პრეზიდენტი 2008-2014 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიშელ სულეიმანი დაიბადა 1948 წელს ქალაქ ამშიტში. 1980 წელს დაასრულა ლიბანის უნივერსიტეტი პოლიტიკური და ადმინისტრაციული მეცნიერებების დიპლომით. სამხედრო მომზადება გაიარა ბელგიაში (1971 წ.), საფრანგეთში (1981 წ.) და აშშ-ში (1995 წ.)
საუბრობს არაბულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.
სამხედრო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1970 წელს დაასრულა სამხედრო აკადემია ლეიტენანტის წოდებით. 1990-იან წლებში ხელმძღვანელობდა ქვეით ბრიგადას, რომელიც მონაწილეობდა სამხრეთ ლიბანში ისრაელთან გამართულ ბრძოლებში. 1998 წლიდან, ემილ ლაჰუდის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ლიბანის არმიის მთავარსარდალი გახდა.
პრეზიდენტობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლიდან ლიბანის პრეზიდენტია. აირჩია პარლამენტმა, როგორც ერთადერთი კანდიდატი და მიიღო ხმების 90 %, ამით დასრულდა პოლიტიკური კრიზისი ლიბანში, რომელიც მოჰყვა ემილ ლაჰუდის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვას 2007 წლის 23 ნოემბრიდან.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლიბანის პრეზიდენტის ჯილდოები დაარქივებული 2011-02-20 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
- ლიბანის პრეზიდენტის ბიოგრაფია დაარქივებული 2010-06-15 საიტზე Wayback Machine.
| ||||||||