შარლ ჰელუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შარლ ჰელუ
შარლ ჰელუ
ლიბანის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 სექტემბერი, 1964 – 22 სექტემბერი, 1970
წინამორბედიფუად შეჰაბი
მემკვიდრესულეიმან ფრანჟიე

დაბადებული25 სექტემბერი, 1913
ბეირუთი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვლილი7 იანვარი, 2001
ბეირუთი, ლიბანი
პოლიტიკური პარტიაკიტაიბი
რელიგიამარონიტი

შარლ ჰელუ (არაბ. شارل الحلو‎; დ. 25 სექტემბერი, 1913 — გ. 7 იანვარი, 2001) — ლიბანის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. ლიბანის პრეზიდენტი 1964-1970 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლ ჰელუ დაიბადა ბეირუთში 1913 წლის 25 სექტემბერს გავლენიანი მარონიტის ოჯახში. 1929 წელს წარმატებით დაასრულა ბეირუთის წმინდა იოსების უნივერსიტეტი. 1934 წელს დაასრულა იურიდიული განათლების მიღება. დასაწყისში დაკავდა ბიზნესით, დააარსა ორი ფრანგულენოვანი გაზეთი (L’Eclair du Nord და Le Jour). 1936 წელს პიერ ჟმაიელთან და თანამოაზრეებთან ერთად დააარსა პარტია კიტაიბი. მოგვიანებით ჟმაიელთან დაპირისპირების გამო გავიდა პარტიიდან.

1947 წელს შარ ჰელუ დაინიშნა ლიბანის ელჩად ვატიკანში, ხოლო 1949 წელს მიიღო მონაწილეობა არაბეთ-ისრაელის მოლაპარაკებებში, სადაც იგი შეეცადა დიპლომატიური დათმობების სანაცვლოდ გაეყვანა ისრაელის ჯარები ლიბანის ტერიტორიიდან. 1954-1955 წლებში ეკავა იუსტიციისა და ჯანმრთელობის დაცვის, ხოლო 1964 წელს განათლების მინისტრის თანამდებობა.

შარლ ჰელუ ითვლებოდა ფუად შეჰაბისთან დაახლოებულ პიროვნებად, სწორედ ამიტომ მან შარლ ჰელუ თავის პოლიტიკურ მემკვიდრედ დაასახელა. 1964 წელს შარლ ჰელუ ლიბანის ეროვნულმა ასამბლეამ აირჩია ლიბანის პრეზიდენტის თანამდებობაზე[1][2].

შარლ ჰელუს პრეზიდენტობის დროს მისი დიდი პრობლემა იყო პოლიტიკური სიტუაციის დარეგულირება მეზობელ ისრაელთან და ექვსდღიანი ომი (1967). გარდა ამისა, მისი პრეზიდენტობის დროს გაკოტრდა ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მსხვილი ინტრა ბანკი. ექვსდღიანი ომის პერიოდში ლიბანის პოლიტიკურ წრეებში სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა იყო ომთან დაკავშირებით: პოლიტიკოსების მუსულმანური ნაწილი მოითხოვდა ომში ჩაბმას არაბული ქვეყნების მხარეს, ხოლო ქრისტიანები ამ იდეის წინააღმდეგები იყვნენ.

შარლ ჰელუმ მოახერხა ხელი შეეშალა ლიბანის საომარ მოქმედებებში ჩართვისათვის, მაგრამ 1968 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ცხადი გახადა პოლიტიკური პოლარიზება ქვეყანაში. პარლამენტში ჩამოყალიბდა პროარაბული კოალიცია რაშიდ ქარამეს ხელმძღვანელობით და პროდასავლური კოალიცია ქამილ შამუნის, პიერ ჟმაიელისა და რაიომონ ედეს მეთაურობით. აღნიშნულ კოალიციებს ეკავათ 30-30 ადგილი 99 კაციან პარლამენტში.

შარლ ჰელუს პრეზიდენტობის დროს გახშირრდა შეტაკებები ლიბანის არმიასა და პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის ჯარებს შორის.

1970 წელს შარლ ჰელუმ პრეზიდენტის თანამდებობაზე მხარი დაუჭირა ილიას სარკისს, მაგრამ მან მხოლოდ ერთი ხმით წააგო საპრეზიდენტო არჩევნები სულეიმან ფრანჟიესთან. ლიბანის სხვა პრეზიდენტებისაგან განსხვავებით, რომლებიც გადადგომის შემდეგაც განაგრძობდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას, შარლ ჰელუმ გადადგომის შემდეგ მთელი თავისი დრო მოანდომა საქველმოქმედო მოღვაწეობას.

შარლ ჰელუ გარდაიცვალა გულის შეტევის შედეგად 2001 წლის 7 იანვარს 87 წლის ასაკში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lee, Khoon Choy (1993) Diplomacy of a Tiny State World Scientific, ISBN 981-02-1219-4 p. 223
  2. Reich, Bernard (1990) Political Leaders of the Contemporary Middle East and North Africa: A Biographical Dictionary Greenwood Publishing Group, ISBN 0-313-26213-6 pp 298—299