რეზუსი (Macaca mulatta) — ცხვირვიწრო მაიმუნიმაკაკის გვარისა. მისი სხეულის სიგრძე 60 სმ აღწევს. შეფერილია მომწვანო-მოყვითალოდ. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ინდოსტანის ნახევარკუნძულის ჩათვლით; გვხვდება ჰიმალაებში, ნეპალიდან ჩრდილოეთ ბირმამდე. ბინადრობს ხეზე, თუმცა ხშირად ჩამოდის მიწაზე. კარგად ცურავს და ყვინთავს. ქმნის ხროვას, რომელიც 20-მდე სულისაგან შედგება. მაკეობა 164 დღე გრძელდება, შობს 1 ნაშიერს, რომელსაც დედალი წლამდე კვებავს. რეზუს იყენებენ როგორც ლაბორატორიულ ცხოველს სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერიმენტებისთვის.