რევაზ შენგელია
რევაზ შენგელია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 25 მაისი, 1930[1] |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდ. თარიღი | იანვარი, 2006[1] (75 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი და გლაციოლოგი |
მუშაობის ადგილი | ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი[1] |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1] |
სამეცნიერო ხარისხი | მეცნიერებათა კანდიდატი[1] |
რევაზ შენგელია (დ. 25 მაისი, 1930, თბილისი — გ. 2006) — ქართველი მეცნიერი, გეოგრაფი, გლაციოლოგი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რევაზ შენგელია დაიბადა 1930 წელს ქ. თბილისში, 1957 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით.
რევაზ შენგელია მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, იყო წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი კვლევის საგანს წარმოადგენდა კავკასიონის მყინვარული მდინარეების წყლის ბალანსი და რესურსები, მყინვარული ჩამონადენის რეკონსტრუქციის, ასევე საშიში ბუნებრივი მოვლენების (ღვარცოფი, მეწყერი, წყალდიდობა) გეოგრაფიული ანალიზისა და პროგნოზის საკითხები.
1966 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ცენტრალური კავკასიონის მყინვარული საზღვრების მქონე მდინარეთა ჩამონადენის რეჟიმი“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003. გვ.273-274