რეგენსბურგის კათოლიკური საეკლესიო მუსიკისა და მუსიკის პედაგოგიკის უმაღლესი სკოლა
რეგენსბურგის კათოლიკური საეკლესიო მუსიკისა და მუსიკის პედაგოგიკის უმაღლესი სკოლა | |
---|---|
Hochschule für Katholische Kirchenmusik und Musikpädagogik Regensburg | |
დაფუძნდა | 2001 |
ტიპი | ფახჰოხშულე და საეკლესიო კოლეჯი |
სტუდენტი | 90 |
ქალაქი | რეგენსბურგი |
მხარე | ბავარია |
ქვეყანა | გერმანია |
http://www.hfkm-regensburg.de/ |
რეგენსბურგის კათოლიკური საეკლესიო მუსიკისა და მუსიკის პედაგოგიკის უმაღლესი სკოლა გერმ. Hochschule für Katholische Kirchenmusik und Musikpädagogik Regensburg – სახელმწიფო სტატუსის მქონე საეკლესიო უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ქალაქ რეგენსბურგში.
უმაღლესი სასწავლებელი სწავლის მსურველებს იღებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.
სასწავლებლის პროფილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უმაღლესი სკოლა შემდეგი სპეციალობების დაუფლებას სთავაზობს: საეკლესიო მუსიკა, ვოკალის პედაგოგიკა, საგუნდო ხელოვნება, საინსტრუმენტო პედაგოგიკა და წმინდა საინსტრუმენტო მიმართულებებზე.
რეგენსბურგის კათოლიკური საეკლესიო მუსიკისა და მუსიკის პედაგოგიკის უმაღლესი სკოლას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს რეგენსბურგის უნივერსიტეტთან, რაც მას საშუალებას აძლევს სახელოვნებო მიმართულებითაც მოამზადოს კადრები სახელმწიფო პედაგოგიური სამსახურისთვის გიმნაზიების მასწავლებლებად.