ბრაუნშვაიგის სახვით ხელოვნებათა უმაღლესი სკოლა
ბრაუნშვაიგის სახვით ხელოვნებათა უმაღლესი სკოლა | |
---|---|
Hochschule für Bildende Künste Braunschweig | |
დაფუძნდა | 1963 |
დამფუძნებელი (-ები) | სახელმწიფო |
ტიპი | art academy და საჯარო უნივერსიტეტი |
თავმჯდომარე | Dieter Welzel[1] |
პრეზიდენტი | ვანესა ოლრაუნი |
პროფესორი | 50 |
სტუდენტი | 1 004 |
ქალაქი | ბრაუნშვაიგი |
მხარე | ქვემო საქსონია |
ქვეყანა | გერმანია |
კავშირები | Verein zur Förderung eines Deutschen Forschungsnetzes[2] , German Rectors' Conference[3] და Informationsdienst Wissenschaft[4] |
www.hbk-bs.de |
ბრაუნშვაიგის სახვით ხელოვნებათა უმაღლესი სკოლა (გერმ. Die Hochschule für Bildende Künste Braunschweig, ხოლო შემოკლებით – HBK Braunschweig ჰა-ბე-კა ბრაუნშვაიგი) სახელოვნებო პროფილის სპეციალური უმაღლესი სასწავლებელი ქალაქ ბრაუნშვაიგში.
ბრაუნშვაიგის სახვით ხელოვნებათა უმაღლესი სკოლა დაარსებულ იქნა 1963 წელს. სკოლის კამპუსი მდებარეობს 19-ე საუკუნის გამოჩენილი მოღვაწის, ბრაუნშვაიგის ჰერცოგის კარის მთავარი მკინძავი-ოსტატის იოჰანეს ზელენკას (გერმ. Johannes Selenka) სახელობის მოედანზე, იოჰანეს-ზელენკა-პლატცზე.
უმაღლესი სასწავლებლის კამპუსის შემოგარენში, სხვათა შორის, შედის 1934 წლიდან 1935 წლამდე არქიტექტორ ჰანს ბერნჰარდ რაიხოს (გერმ. Bernhard Reichow) გეგმის მიხედვით აშენებული სამოსის სამსახურის გერმ. Bekleidungsamt შენობა, მათ შორის, ექსპო 2000-ისთვის არქიტექტორ რიკარდო ლეგორეტას (ესპ. Ricardo Legorreta) პროექტის მიხედვით შექმნილი „მექსიკური პავილიონი“, რომელიც დროის განმავლობაში ბრაუნშვაიგის სახვით ხელოვნებათა უმაღლესი სკოლის სიმბოლოდ იქცა.
სკოლასთან არსებული ცალკეული პროფილის ინსტიტუტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრაუნშვაიგის სახვით ხელოვნებათა უმაღლესი სკოლა მოიცავს შემდეგი სხვადასხვა პროფილის ინსტიტუტებს:
- ინსტიტუტი „თავისუფალი ხელოვნება“ — (გერმ. Institut FREIE KUNST - IFK))
- დიზაინის კვლევის ინსტიტუტი — (გერმ. Institut für Designforschung - IDF))
- ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტი — (გერმ. Institut für Kunstwissenschaft - IKW))
- მედიათმცოდნების ინსტიტუტი — (გერმ. Institut für Medienwissenschaft - IMW))
- პერფორმატიულ ხელოვნებათა და განათლების ინსტიტუტი — (გერმ. Institut für Performative Künste und Bildung - IPK)
- ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტი — (გერმ. Institut Visuelle Kommunikation - IVK)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Claudia bei der Wieden: 50 Jahre HBK Braunschweig – Geschichte einer Kunsthochschule und ihrer Vorgängereinrichtungen
- Barbara Straka (გამომც.): HBK Katalog Volume 1+2, Kunst – Design – Wissenschaften. (Studienjahre 2004 bis 2006).
- Barbara Straka (გამომც.): HBK Katalog Volume 3, Kunst – Design – Wissenschaften. (Studienjahre 2006 bis 2008).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბრაუნშვაიგის სახვით ხელოვნებათა უმაღლესი სკოლის ოფიციალური გვერდი
- თავისუფალი ხელოვნების სასწავლო პროგრამის ვებგვერდი
- კინოხელოვნების კლასის ვებგვერდი დაარქივებული 2018-07-09 საიტზე Wayback Machine.
- მედიათმცოდნეობის სასწავლო პროგრამის ვებგვერდი დაარქივებული 2020-06-05 საიტზე Wayback Machine.
- ხელოვნებათმცოდნეობის სასწავლო პროგრამის ვებგვერდი დაარქივებული 2011-07-19 საიტზე Wayback Machine.
- სტუდენტთა კომიტეტის ვებგვერდი