რაუნგი (ინდონ.Gunung Raung) — მოქმედი ვულკანისამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ იავაზე და წარმოადგენს კუნძულის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანს. სიმაღლე 3332 მ.[1] აგებულია ანდეზიტებითა და ბაზალტური ლავებით. მწვერვალზე გამომუშავებულია 2 კმ დიამეტრის კალდერა, რომლის სიღრმე 600 მ-მდეა. კალდერის ფსკერზე არის მეორე თანრიგის მცირე ზომის ვულკანური კონუსი. უძველესი ამოფრქვევა დაფიქსირებულია 1586 წელს. კატასტროფული ამოფრქვევები დაფიქსირდა აგრეთვე 1586-1817 წწ. შორის.[2] უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 2015 წელს.