კოლაჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლაჟი

კოლაჟი (ფრანგ. coller, შეწებება) — განსხვავებული ფორმების ნაწილებისგან ახალი მთლიანის შექმნა-შეკოწიწება. მაგ. კოლაჟი ხელოვნებაში შეიძლება შეიცავდეს ერთ მთლიან თაბახზე ან ტილოზე დაწებებულ საგაზეთო ამონაჭრებს, ბაფთებს, ზონრებს, ხელთნაკეთი ფერადი ქაღალდების ნაჭრებს, ფოტოებსა და სხვა.

კოლაჟი ხელოვნებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლაჟი სახვითი ხელოვნების ერეთ-ერთი ყველაზე სახალისო და მრავალფეროვანი სახეობაა, თუმცა კოლაჟის ნამუშევარი არ იქმნება ტრადიციული მეთოდით და მასალებით (საღებავები, ფანქრები, პასტელები) იგი მზადდება სხვადასხვა მასალისგან, როგორიცაა: ნაჭრები, ნაკუწები, ზოგჯერ-ნივთების კომბინაციით იქმნება. ამ ელემენტების შეერთება ძირითადად დაწებების საშუალებით ხდება.

კოლაჟის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშია პაბლო პიკასოს მიერ შექმნილი „ნატურმორტი გატეხილი სკამით“, რომელიც შექმნილია 1912 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]