რაისი
იერსახე
რაისი (არაბ. رئیس; „თავი“, „მეთაური“) — ქალაქისა და მისი ოლქის უფროსი შუა საუკუნეებში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ამ თანამდებობებზე ჩვეულებრივ, ადგილობრივი წარჩინებული საგვარეულოს წარმომადგენლებს ნიშნავდნენ. XI-XII საუკუნეებში ქართულ საისტორიო წყაროებში იხსენიება „სარაისო“ გადასახადი, რაც საქართველოს ქალაქებში, უპირველეს ყოვლისა, თბილისის საამიროში და თბილისში ამ თანამდებობის არსებობის მაჩვენებელი უნდა იყოს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 747, ISBN 99928-20-32-2.