რადანათ სიკდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რადანათ სიკდარი
ბენგ. রাধানাথ শিকদার
დაბ. თარიღი 1813
დაბ. ადგილი კოლკატა
გარდ. თარიღი 17 მაისი, 1870(1870-05-17)
გარდ. ადგილი ჩანდანაგარი
მოქალაქეობა  ბრიტანეთის ინდოეთი
საქმიანობა მათემატიკოსი
მუშაობის ადგილი კოლკატის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კოლკატის უნივერსიტეტი, Presidency University და Hare School

რადანათ სიკდარი ( ბენგ. রাধানাথ শিকদার ; 1813 - 17 მაისი 1870 ) — ინდოელიბენგალელი მათემატიკოსი, რომელმაც, სხვა საკითხებთან ერთად, გამოთვალა ევერესტის სიმაღლე და აჩვენა, რომ ეს არის პლანეტის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადანათი იყო ტიტურამის ვაჟი. მომავალმა მეცნიერმა განათლება მიიღო ინდუისტურ კოლეჯში (ახლანდელი პრეზიდენტის კოლეჯი) კალკუტაში. იგი შედიოდა ჯგუფ "ახალგაზრდა ბენგალის" შემადგენლობაში, რომელიც ჩამოყალიბდა პედაგოგ ჰენრი დეროზიოს ირგვლივ და იყო ერთადერთი წევრი, ვინც თავისი მომავალი ცხოვრება მეცნიერებას დაუკავშირა. მუშაობდა ბრიტანეთის ინდოეთის გეოდეზიურ ოფისში და 1831 წლიდან მონაწილეობდა დიდ ტრიგონომეტრიულ კვლევაში.[1]

დიდი ტრიგონომეტრიული კვლევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1831 წელს ინდუისტური კოლეჯის ლექტორმა ჯონ ტაიტლერმა 19 წლის რადანათი წარუდგინა ინდოეთის მთავარ გეოდეზისტს — ჯორჯ ევერესტს. იმ დროს ევერესტი ეძებდა მათემატიკოსს, რომელიც სპეციალიზირებული იყო სფერულ ტრიგონომეტრიაზე და რადანათიც ჩაერთო კვლევით ჯგუფში "გამომთვლელის" რანგში. იგი ანაზღაურების სახით ღებულობდა თვეში 30 რუპიას. მალე ყურადრება მიიქცია გეოდეზიური ოსტატობით და კვლევის ახალი მეთოდების დანერგვით.[2]

ჩრდილოეთში 20 წლიანი მუშაობის შემდეგ, 1851 წელს სიკდარი გადაიყვანეს კოლკატაში მთავარი გამომთვლელის თანამდებობაზე, სადაც ძირითადი საქმიანობის გარდა, ასევე მუშაობდა მეტეოროლოგიურ დეპარტამენტში ზედამხედველად. აქ მან წარადგინა მრავალი ინოვაცია, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენდნენ სტანდარტული კვლევის პროცედურების ნაწილს. ყველაზე თვალსაჩინო იყო ბარომეტრის მაჩვენებლების სხვადასხვა ტემპერატურაზე გადაყვანის ფორმულა 32 გრადუს ფარენჰეიტამდე. [3]

ამავდროულად, მისი ახალი უფროსის, ენდრიუ ვოს მითითებით, სიკდარმა დაიწყო თოვლიანი მწვერვალების გაზომვა დარჯილინგის რეგიონში. მწვერვალ XV-ზე ექვსი სხვადასხვა გაზომვის შედეგად მიღებული მონაცემების შერწყმით, მან საბოლოოდ დაასკვნა, რომ პიკი XV ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოში. მან ამის შესახებ მოხსენება გაუგზავნა ენდრიუ ვოს, რომელმაც მიღებული ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გამოაქვეყნა, სხვა წყაროებთან განმეორებითი გადამოწმების შემდეგ. ევერესტის გეოდეზიური სამსახურის ყოფილი უფროსის მიერ მიღებული წესით, ახალი მწვერვალის დასახელებისას უპირატესობა ადგილობრივ სახელს ენიჭებოდა. თუმცა ამ შემთხვევაში ვომ გამონაკლისი დაუშვა და ყოფილი უფროსის პატივისცემის ნიშნად მწვერვალს მისი სახელი დაარქვა. [4] [5]

სიკდარი გარდაიცვალა 1870 წლის 17 მაისს ჩანდანაგარში .

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანიის ფილოსოფიურმა საზოგადოებამ სიკდარის ღვაწლის აღიარების მიზნით 1864 წელს წევრ-კორესპონდენტის წოდება მიანიჭა. [6]

არაერთმა ინდოელმა, მათ შორის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ატალ ბიჰარი ვაჯპაიემ, წამოაყენა იდეა ევერესტისთვის სახელის გადარქმევის შესახებ სიკდარის საპატივსაცემოდ.

ინდოეთის ფოსტამ 2004 წლის 27 ივნისს გამოუშვა მარკა საზოგადოების ორი გამოჩენილი ფიგურის, რადანათ სიკდარის და ნაინ სინგჰ რავატის გამოსახულებით.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hasnat, Abul. "Shikder, Radhanath". Banglapedia. Retrieved 26 July 2015.
  2. Staff List: General Assembly's Institution (1856-1907) in 175th Year Commemoration Volume. Scottish Church College, April 2008. page 569
  3. 'Arya Darshan', 1884, Ed. Jogendranath Bandyopadhyay Vidyabhushan; Ajana Chaudhury, 'A Brief Historical Review of Early Weather Work in Kolkata', Psyche and Society, May 2009.
  4. 'The Illustrated London News', 15 August 1857
  5. Ram Copal Sanyal, რედ. (1894), Reminiscences and anecdotes of great men of India: both official and non-official for the last one hundred years, p. 25, https://books.google.com/books?id=0BYdAAAAMAAJ&pg=PA25&dq=sikdar საარქივო ასლი საიტზე Wayback Machine
  6. Deepak Kumar, Patterns of Colonial Science in India, Indian Journal of History of Science, 15(1), May 1980.
  7. "Radhanath Sikdar: A past we must preserve". The Telegraph (India).