ჩანდანაგარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ჩანდანაგარი
ბენგალიური চন্দননগর
AVM.jpg
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი დასავლეთი ბენგალი
კოორდინატები 22°52′ ჩ. გ. 88°23′ ა. გ. / 22.867° ჩ. გ. 88.383° ა. გ. / 22.867; 88.383
მოსახლეობა 205 578 ადამიანი [1] კაცი (2010)

ჩანდანაგარი მდებარეობა ინდოეთი

Red pog.svg

ჩანდანაგარი (ბენგ. চন্দননগর) — ქალაქი ინდოეთში. მდებარეობს დასავლეთი ბენგალის შტატში. ქალაქის ცენტრის სიმაღლე ზღვის დონიდან 9მ.

ისტორია[რედაქტირება]

1673 წელს ბენგალიის ნავაბ იბრაჰიმ-ხანის ნებართვით აქ დაარსდა ფრანგული სავაჭრო კომპანია, რომელიც 1688 წლისათვის გადაიქცა მუდმივ დასახლებად. 1730 წელს ქალაქის გუბერნატორი გახდა ჟოზეფ ფრანსუა დიუპლეი, რომლის მმართველობისას ქალაქში აშენდა 2 000-ზე მეტი ქვის სახლი, თავად ქალაქი კი გადაიქცა ბენგალიაში ევროპელთა ვაჭრობის ძირითად ცენტრად.

XVIII-XIX საუკუნეებში ჩანდანაგარი ევროპელ დამპყრობლებს შორის ხელიდან ხელში გადადიოდა. 1756 წელს ფრანგებსა და ბრიტანელებს შორის დაიწყო ომი, რომლის შედეგად, 1756 წლის 23 მარტს ინგლისელებმა დაიკავეს ქალაქი. 1763 წელს ის უკან დაიბრუნეს ფრანგებმა, თუმცა 1794 წელს კვლავ დაიპყრეს ინგლისელებმა. 1816 წელს ქალაქი კვლავ დაიბრუნა საფრანგეთმა და ამჯერად, უკვე ხანგრძლივად, 1950 წლამდე შეინარჩუნა ხელისუფლება ფრანგული ინდოეთის შემადგენლობაში შესულ ქალაქში.

1947 წელს ინდოეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა და 1948 წლის ივლისში საფრანგეთის მთავრობამ ჩაატარა პლებისციტი, რომლის შედეგების მიხედვით ჩანდანაგარის მოსახლეობის 97%-ის სურვილი აღმოჩნდა ინდოეთთან შეერთება. ინდოეთის ხელისუფლებამ ფაქტიურად მიიღო ქალაქზე კონტროლის უფლება უკვე 1950 წელს, თუმცა ოფიციალურად ქალაქი ინდოეთს გადეცა 1952 წლის 9 ივნისს. 1955 წლის 2 ოქტომბერს ჩანდანაგარი მიერთებულ იქნა დასავლეთი ბენგალის შტატთან.

დემოგრაფია[რედაქტირება]

1991 2001 2010
120 378 162 187 205 578

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Provisional Population Totals, Census of India 2011; Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above (pdf). Office of the Registrar General & Census Commissioner, India. წაკითხვის თარიღი: 26 March 2012.