ატალ ბიჰარი ვაჯპაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ატალ ბიჰარი ვაჯპაი

ატალ ბიჰარი ვაჯპაი (ჰინ. अटल बिहारी वाजपेयी; დ. 25 დეკემბერი, 1924 — გ. 16 აგვისტო, 2018)[1] — ინდოეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1998 წლის 24 მარტიდან 2004 წლის 22 მაისამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1924 წლის 25 დეკემბერს[2] გვალიორში (იმ წლებში იგივე სახელის მქონე სამთავროს დედაქალაქი, ახლანდელი — მადჰია-პრადეშის შტატი). XX საუკუნის დასასრულის ინდოეთის ერთ-ერთი გამოჩენილი პოლიტიკოსი.

1957 წელს პირველად იქნა არჩეული ინდოეთის პარლამენტში. 1968-1973 წლებში იყო ინდოეთის პოლიტიკური ორგანიზაციის — „Rashtriya Swayamsevak Sangh“ პრეზიდენტი. 1977-1979 წლებში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 1980-1984 და 1993-1996 წლებში პარლამენტში ინდოეთის სახალხო პარტიის — „ბჰარატია ჯანატა პარტი“ — ფრაქციის ლიდერი. მე-11 მოწვევის ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის — „ლოკ საბჰას“ ოპოზიციის ლიდერი. 1996 წელს ინდოეთის სახალხო პარტია — „ბჰარატია ჯანატა პარტი“-ს გამარჯვების შემდეგ გახდა პრემიერ-მინისტრი პირველად 1996 წელს 13 დღის შემდეგ გადადგა, როდესაც ცხადი გახდა, რომ ვერ ჩამოაყალიბა უმრავლესობა პარლამენტში, ხოლო მეორედ 1998 წლიდან 2004 წლამდე პერიოდში.

1999 წლის 13 ოქტომბერს ჩამოყალიბდა პარლამენტის უმრავლესობა. მან გაატარა საბაზრო რეფორმები სიღარიბის დაძლევის მიზნით. ცდილობდა მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმოებას 1990-იან წლებში პაკისტანთან სიტუაციის გამწვავების დროს.

ვაჯპაის პრემიერ-მინისტრობისას ინდოეთმა გამოსცადა პირველი ბირთვული იარაღი რაჯასტანის შტატის პოლიგონზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]