დარჯილინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
დარჯილინგი
ბენგალურიদার্জিলি
ნეპალურიदार्जीलिङ
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი დასავლეთი ბენგალი
კოორდინატები 27°02′15″ ჩ. გ. 88°15′47″ ა. გ. / 27.03750° ჩ. გ. 88.26306° ა. გ. / 27.03750; 88.26306
მმართველი სუბაშ გიშინგი
დაარსდა 1835
ფართობი 10.57 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2134 მ
მოსახლეობა 132 016 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 8548 ./კმ² კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +91 354
საფოსტო ინდექსი 734101
საავტომობილო კოდი WB-73, WB-74
ოფიციალური საიტი http://dm.gensoftindia.co.in
დარჯილინგი — ინდოეთი
დარჯილინგი

დარჯილინგი (ბენგ. দার্জিলিং; ინგლ. Darjeeling; ნეპალ. दार्जीलिङ; ტიბეტ.  རྡོ་རྗེ་གླིང་,Rdo-rje gling) — ქალაქი ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის  შტატშის უკიდურეს ჩრდილოეთით, აღმოსავლეთ ჰიმალაის მთებში (დაახლოებით 2185 მ სიმაღლეზე). აშენდა ბრიტანელების მიერ, როგორც კოლონიური სამთო სადგური (ინგლ. hill station).[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარჯილინგის წარსული მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ბენგალის, სიკიმისა და ნეპალის ისტორიასთან.  XIX საუკუნის დასაწყისამდე დარჯილინგის მთიანი ტერიტორია ექვემდებარებოდა  სიკიმის სამეფოს, თუმცა სილიგურის მახლობლად მდებარე დაბლობები, გარკვეული პერიოდულობით, ნეპალის კონტროლის ქვეშ იყო. ასევე ცნობილია, რომ ნეპალმა გააფართოვა თავისი ტერიტორია მდინარე თისტამდე. 1828 წელს, ნეპალ-სიკიმის საზღვართან მიმავალი ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიის ოფიციალური პირების დელეგაცია დარჯილინგში გაჩერდა და აღმოაჩინა, რომ რეგიონი შესაფერისი იქნებოდა  ბრიტანელი ჯარისკაცების მომავალი სანატორიუმისთვის.   1835 წელს კომპანიამ იჯარით აიღო ტერიტორია მდინარე მაჰანანდას დასავლეთით ჩოგიალ სიკიმთან. 1849 წელს დარჯლინგის ბრიტანელი გუბერნატორი არტურ კემპბელი და ბოტანიკოსი და მოგზაური ჯოზეფ დალტონ ჰუკერი ტყვედ ჩავარდნენ სიკიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. [2]

დარჯლინგის მატარებელი

ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიამ მათ დასახმარებლად ჯარი გაგზავნა. დაძაბულობამ ოსტინდოეთის კომპანიასა და სიკიმს შორის გამოიწვია 1800 წელს 1,700 კმ² ტერიტორიის ანექსია. გარდა ამისა, 1864 წელს, ანგლო-ბჰუტანის ომის შედეგად, ბჰუტანი იძულებული გახდა  ბრიტანელებისთვის დაეთმო  მთიანი რეგიონზე  გამავალი გზები და კალიმონგი. სიკიმთან მუდმივ უთანხმოებას მოჰყვა   1865  წელს ბრიტანეთის მიერ მდინარე ტისტას აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიის დაკავება. 1866 წლისთვის დარჯლინგის ოლქი ფარავდა 3,200 კმ² -ს. ბრიტანელების მმართველობის დროს ქალაქი  სამთო სადგურის  ფუნქციას ასრულებდა მათთვის, ვინც დაბლობიდან ცდილობდნენ გაქცეოდნენ  ზაფხულის სიცხეს.  ქალაქი ასევე სწრაფად ვითარდებოდა როგორც სანატორიუმი და კურორტი. არტურ კემპბელის მცდელობამ განევითარებინა სამთო სადგური და  იმიგრანტები მიეზიდა ადგილობრივ მთიანი ფერდობების დასამუშავებლად, ხელი შეუწყო  დარჯლინგის მოსახლეობის ზრდას 1835 -დან 1949 წლამდე. ქალაქისა ვაკე ადგილებთან დამაკავშირებელი პირველი გზა აშენდა 1839 წლიდან 1842 წლამდე. 1848 წელს ქალაქში აშენდა ბრიტანელი ჯარისკაცების სამხედრო ბაზა, ხოლო 1850 წელს დარჯლინგმა მიიღო მუნიციპალიტეტის სტატუსი. ჩაის ინდუსტრიული გაშენება დარჯლინგის მხარეში დაიწყო 1856 წელს და მიიზიდა არაერთი ბრიტანელი მეწარმე .1864 წლიდან, ქალაქი გახდა ბენგალის მმართველთა ოფიციალური საზაფხულო დედაქალაქი. სკოლების მშენებლობა საკუთარ თავზე შოტლანდიელმა მისიონერებმა აიღეს და ამით საფუძველი ჩაუყარეს ქალაქის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის მომავალს. დარჯლინგის ჰიმალაის რკინიგზის გახსნამ 1881 წელს ასევე შეუწყო ხელი რეგიონის განვითარებას. 1899 წელს ქალაქი ძლიერ დაზიანდა მეწყერის შედეგად. ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის მსვლელობისას  დარჯილინგში გავრცელდა არაორგანიზებული დემონსტრაციები . 1940 -იან წლებში კომუნისტი აქტივისტები განაგრძობენ ბრიტანელების წინააღმდეგ მოძრაობას პლანტაციის მუშაკთა მობილიზებით. ქვეყნის დამოუკიდებლობის დროისთვის დარჯილინგის რეგიონში დაგროვდა ბევრი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა. ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქალაქი გახდა დასავლეთ ბენგალის შტატის ნაწილი. რეგიონის ნეპალური მოსახლეობა უკმაყოფილო იყო შტატის მთავრობის ქმედებებით, ის მოითხოვდა ავტონომიას დარჯლინგისთვის და ნეპალური ენის აღიარებას.[3]

გეოგრაფია და კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარიჯილინგი მდებარეობს ჰიმალაის აღმოსავლეთ ნაწილში,  დასავლეთ ბენგალის შტატის უკიდურეს ჩრდილოეთში. ქალაქი განლაგებულია ზღვის დონიდან 2050 მ სიმაღლეზე , დარჯილინგ-ჯალაპახარის ქედის მიდამოებში.  აქედან მოჩანს დედამიწის სიმაღლით მესამე მწვერვალი.კანჩენჯანგა, რომელიც ზღვის დონიდან 8.598 მეტრზეა.

ქალაქის კლიმატი ზომიერია. იყოფა  5 სეზონად: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და მუსონური (წვიმების სეზონი). საშუალო წლიური მაქსიმალური ტემპერატურაა 14.9 ° С, ხოლო მინიმალური  —  8.9 ° С. საშუალო თვიური ტემპერატურა მერყეობს 5 -დან 17 ° C- მდე. ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა  ქალაქში, იყო 1905 წლის 11 თებერვალს  და შეადგენდა -5 ° C.  საშუალო წლიური ნალექია 3,092 მმ. ნალექების უმეტესი რაოდენობა მოდის ივლისში.[4][5][6]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესია დარჯილინგში

2011 წლის აღწერით, დარჯილინგის მოსახლეობა შეადგენს 132,016 ადამიანს, აქედან 65,839 კაცია და 66,177 ქალი. 6 წლამდე ასაკის 7 382 ბავშვია. 6 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის წიგნიერების დონე 93.17%-ია. 2001 წლის ბოლო აღწერის მიხედვით, აგლომერაციის მოსახლეობამ შეადგინა 109 163 ადამიანი.  უმეტესობა ნეპალური წარმოშობისაა. ძირძველი ეთნიკური ჯგუფებს განეკუთვნებიან: ლიმბუ, რაი, ტამანგი, ლეპჩა, ბუტია, შერპები, ნევარები. არიან უმცირესობები: ბიჰარელები, ბენგალელები, ანგლო-ინდოელები, ჩინელები, ტიბეტელები და სხვა. მოსახლეობაში  ყველაზე გავრცელებული ენებია: ნეპალური, ჰინდი, ბენგალური და ინგლისური. ქალაქის მოსახლეობის ზრდის ტემპმა 1991 წლიდან 2001 წლამდე შეადგინა 47%.[7][8]

დარჯილინგში დაიბადა ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ვივიენ ლი.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩაის პლანტაცია დარჯილინგში
ქალაქის ხედი

ადგილობრივი ეკონომიკის ორი ძირითადი მიმართულებაა ტურიზმი და ჩაის მრეწველობა. ადგილობრივი უნიკალური აგროკლიმატური პირობების გამო, დარჯელინგის ჩაი  განსაკუთრებული ბუნებრივი არომატით გამოირჩევა, რის გამოც იგი ცნობილია და აღიარებულია მთელ მსოფლიოში. დარჯილინგი აწარმოებს ინდური ჩაის დაახლოებით 7% -ს, რაც   წელიწადში  დაახლოებით 9,000,000 კგ -ს შეადგენს.  ბოლო წლების განმავლობაში, ჩაის ინდუსტრია სულ უფრო და უფრო განიცდის კონკურენციას  ინდოეთის სხვა რეგიონების მწარმოებელთა მხრიდან, ასევე  სხვა ქვეყნებიდან. მათ შორის, ნეპალიდან. ჩაის პლანტაციის მუშაკების 60% -ზე მეტი ქალია. ჩაის გარდა იზრდება ბრინჯი, ფეტვი, სიმინდი, კარდამონი, ჯანჯაფილი და კარტოფილი. 1860 -იანი წლებიდან ქალაქი ერთადერთი ტურისტული ცენტრია აღმოსავლეთ ინდოეთში, რომელიც იზიდავს უამრავ უცხოელ ტურისტს. ის ასევე პოპულარული ადგილია ბოლივუდური და ბენგალური ფილმების გადასაღებად.[9]

ქალაქი განთქმულია ვიწროლიანდაგიანი მთის რკინიგზით, რომელიც გაიხსნა 1881 წელს და შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ეს გზა, 86 კმ სიგრძისაა და  აკავშირებს დარჯილინგს ქალაქ სილიგურთან. სიმაღლეთა შორის სხვაობა დაახლოებით 2100 მ-ია: გზა იწყება სილიგურში ზღვის დონიდან 100 მ სიმაღლეზე და მთავრდება დარჯილინგში 2200 მ სიმაღლეზე.

დარჯილინგი სილიგურთან ავტობუსითაა დაკავშირებული . საავტომობილო და სარკინიგზო კავშირები ხშირად წყდება მუსონებისა და მეწყერის გამო. უახლოესი აეროპორტი მდებარეობს ბაღდოგრაში, დარჯილინგიდან 90 კილომეტრში. შედარებით მცირე ზომის ქალაქში პოპულარულია  ფეხით სიარული, ასევე ველოსიპედები, მოტოციკლები და ტაქსი. ადგილობრივი საბაგირო გზა, რომელიც 1968 წლიდან ფუნქციონირებდა, 2003 წელს დაიხურა ინციდენტის შემდეგ, როდესაც ოთხი ტურისტი დაიღუპა. ის საბოლოოდ განახლდა მხოლოდ 2012 წელს.[10]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქს აქვს 52 დაწყებითი, 21 საშუალო სკოლა და 4 კოლეჯი. სწავლების ენები ძირითადად ინგლისური და ნეპალურია.

გამოჩენილი პიროვნებები დარჯილინგიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Top 10 Indian destinations searched on Google in 2015 : Plus List, News - India Today"[მკვდარი ბმული]. indiatoday.intoday.in. Archived from the original on 31 December 2015. Retrieved 30 December 2015.
  2. Pradhan R.M., compiled, Continuous Political Struggle for a separate Constitutionl status of Ceded Land of Darjeeling and Leasehold land of Kalimpong, Published by Department of Information & Cultural Affairs,DGHS.(1996). page 1/2
  3. "World Heritage Committee: Report of the 23rd Session, Marrakesh, 1999". UNESCO. 1999. Darjeeling Himalayan Railway. Archived from the original on 24 June 2011. Retrieved 15 June 2011.
  4. "Darjeeling Weather & Best Time to Visit". Archivedfrom the original on 16 January 2017. Retrieved 15 January2017.
  5. "Klimatafel von Darjeeling, West Bengal / Indische Union" (PDF). Baseline climate means (1961–1990) from stations all over the world (in German). Deutscher Wetterdienst. Retrieved 19 March 2020.
  6. "White carpets wrap hill town, Tiger Hill and Ghoom". Retrieved 7 December 2020.
  7. Khawas, Vimal (2003). "Urban Management in Darjeeling Himalaya: A Case Study of Darjeeling Municipality". The Mountain Forum. Archived from the original on 20 October 2004. Retrieved 1 May 2006.
  8. "Urban agglomerations/cities having population 1 lakh and above" (PDF). Provisional population totals, census of India 2011. The registrar general & census commissioner, India. Archived (PDF) from the original on 13 November 2011. Retrieved 12 February 2012.
  9. "Darjeeling protests hit tea and tourism". Livemint. Archived from the original on 8 December 2012. Retrieved 25 November 2009.
  10. "Snowfall in Darjeeling after ten years thrill tourists". Retrieved 7 December 2020.