ჟუან ლორენსუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჟუან ლორენსუ
ჟუან ლორენსუ
ანგოლის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა26 სექტემბერი, 2017
წინამორბედიჟოზე ედუარდო სანტუში

დაბადებული5 მარტი, 1954
ლობიტუ, პორტუგალიის დასავლეთი აფრიკა
პოლიტიკური პარტიამპლა
განათლებალუანდის სამრეწველო ინსტიტუტი

ჟუან მანუელ გონსალვეშ ლორენსუ (პორტ. João Manuel Gonçalves Lourenço; დ. 5 მარტი 1954, ლობიტუ, პორტუგალიის დასავლეთი აფრიკა) — ანგოლელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, მპლა-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ანგოლის სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე. 1998-2003 წლებში მპლა-ს გენერალური მდივანი. 2014 წლიდან 2017 წლამდე ანგოლის თავდაცვის მინისტრი. 2016 წელს გამოაცხადეს ჟოზე ედუარდო სანტუშის მემკვიდრედ. ანგოლის პრეზიდენტად აირჩიეს 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მედიკოსისა და მკერავის ოჯახში[1]. ჟუანის მამა მონაწილეობდა ანტიკოლონიურ ბრძოლაში და სამი წელი გაატარა პორტუგალიის ციხეში.

ჟუან ლორენსუ სწავლობდა ლუანდის სამრეწველო ინსტიტუტში. პორტუგალიის 1974 წლის რევოლუციის შემდეგ, ანგოლის დეკოლონიზაციის დასაწყისში, შევიდა მარქსისტული პარტია მპლა-ს რიგებში.

1978-1982 წლებში სასწავლებლად იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში, სადაც დაასრულა ლენინის სახელობის სამხედრო-პოლიტიკური აკადემია. 1982 წელს დაბრუნდა ანგოლაში და ბრძოლა დაიწყო ანტიკომუნისტური უნიტას წინააღმდეგ.

1998-2003 წლებში ჟუან ლორენსუ მპლა-ს გენერალური მდივანია. 2002 წელს ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს გააკეთა განცხადება უნიტას ლიდერ ჟონას სავიმბის მკვლელობასთან კავშირის შესახებ[2].

2003 წლიდან 2014 წლამდე იყო ანგოლის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი[3]. 2014 წელს კი დანიშნეს ანგოლის თავდაცვის მინისტრად. 2017 წელს აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად[4].

აქვს გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟუან ლორენსუ დაოჯახებულია და ჰყავს 6 შვილი. პორტუგალიურის გარდა ფლობს რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]