ჟოზე ედუარდო სანტუში
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ჟოზე ედუარდო სანტუში | |
![]() | |
ანგოლის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 10 სექტემბერი 1979 |
წინამორბედი | აგოსტინიო ნეტო |
დაბადებული | 28 აგვისტო 1940 ლუანდა ანგოლა |
ჟოზე ედუარდო სანტუში (პორტ. José Eduardo dos Santos, დ. 28 აგვისტო 1940, ლუანდა) — ანგოლის მეორე პრეზიდენტი 1979 წლის 10 სექტემბრიდან. ანგოლის განთავისუფლების სახალხო მოძრაობის (მპლა) - შრომის პარტიის თავმჯდომარე, ანგოლის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა მუშის ოჯახში. უმაღლესი განათლება მიიღო სსრკ-ში სადაც დაამთავრა აზერბაიჯანის ნავთობქიმიური მრეწველობის ინსტიტუტი ინჟინერ-მენავთობის სპეციალობით.
- 1961-1975 წლებში საპასუხისმგებლო პოსტები ეკავა ანგოლის განთავისუფლების შეიარაღებულ ძალებში.
- 1975-1978 წლებში ანგოლის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი.
- 1978-1979 წლებში დაგეგმვის მინისტრი და ეროვნული საგეგმო კომისიის თავმჯდომარე.
1992 წლის 29-30 სექტემბრის არჩევნებში დაიკავა პირველი ადგილი, მაგრამ ვერ მოაგროვა ხმათა 50 %. დაინიშნა მეორე ტური, რომლის გამართვამდეც მისმა კონკურენტმა ჟონას სავიმბიმ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. 2001 წელს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შემდეგ არჩევნებზე აღარ წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Official webpage of MPLA დაარქივებული 2011-01-22 საიტზე Wayback Machine.
- José Eduardo dos Santos The Truth
- International_Criminal_Court_against_José_Eduardo_dos Santos