ჟოზეფ პიტონ დე ტურნეფორი
ჟოზეფ პიტონ დე ტურნეფორი (ფრანგ. Joseph Pitton de Tournefort; 5 ივნისი 1656, ექს-ან-პროვანსი — 28 დეკემბერი 1708, პარიზი) — ფრანგი ბოტანიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ექს-ან-პროვანსში. მამამისი პიერ პიტონი და დედა ემარ დე ფაგუ წარჩინებულთა წრეს ეკუთვნოდნენ. დაწყებითი განათლება ტურნეფორმა ექსის იეზუიტთა კოლეჯში მიიღო, შემდეგ სემინარიაში სწავლობდა. მშობლები მას საეკლესიო სამსახურისათვის ამზადებდნენ, მაგრამ მას ბოტანიკა იტაცებდა. ბოტანიკასთან ერთად დიდი ინტერესით სწავლობდა ფიზიკას, ქიმიას, ანატომიასა და მედიცინას. 1677 წელს ექიმი ბიძის დახმარებით სერიოზულად მოჰკიდა ხელი არჩეულ პროფესიას. 1678 წელს შემოიარა დოფინესა და სავოის მთები, საიდანაც ჩამოიტანა დიდი რაოდენობით გამხმარი მცენარეები. მალე მან სახელი გაითქვა, როგორც ნიჭიერმა ბოტანიკოსმა.
1683 წელს იგი პარიზის სამეფო ბოტანიკური ბაღის ბოტანიკის პროფესორად მიიწვიეს. , 1691 წლიდან ტურნეფორი საფრანგეთის აკადემიის წევრი, ხოლო 1698 წლიდან — მედიცინის დოქტორია.
1700 წელს ტურნეფორმა მიიღო საფრანგეთის მეფის ლუი -ის ბრძანება გამგზავრებულიყო საბერძნეთში, აზიასა და აფრიკაში. ასევე დაევალა შეეგროვებინა ინფორმაცია მოგზაურობის პერიოდში გავლილი ქვეყნების გეოგრაფიის, ისტორიის, რელიგიისა და ვაჭრობის შესახებ.
მოგზაურობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1700–1702 წლებში ტურნეფორის აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობის მარშრუტი ზოგადად ასეთია: 1700 წლის 9 მარტს იგი გამოემგზავრა პარიზიდან, გაიარა ხმელთაშუა ზღვა – მარსელი, მალტა, კრეტა, შემდეგ კუნძულები ქიოსი, მიტილენი, ტენედოსი და 1701 წლის მარტის ბოლოს ჩავიდა კონსტანტინეპოლში. აქედან ზღვით გაიარა სინოპი, ტრაპიზონი, შემდეგ კი საქარავნო გზით არზრუმი (15 ივნისი), ყარსი (12-16 ივნისი)და თბილისი (21-26 ივნისი) თბილისიდან დილიჯანის გავლით ჩავიდა ეჩმიაძინში (1-8 აგვისტო, ერევანში, შემდეგ ისევ ეჩმიაძინში, ყარსში და დაბრუნდა სამშობლოში.)
მისი მოგზაურობის მთავარი მიზანი იყო ფლორაზე დაკვირვება თუმცა მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა. მან მოგზაურობისას შექმნა ჩანაწერები, რომელიც მნიშვნელოვან და საინტერესო ცნობებს გვაწვდის იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის, საგარეო ურთუერთობების შესახებ. ჩანაწერებიდან ვგებულობთ, რომ ის კარგად ყოფილა მომზადებული ამ მოგზაურობისათვის. მაგ: მას საფუძვლიანად ჰქონია შესწავლილი საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით არსებული ევროპული პირველწყაროები.
ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბოტანიკის საფუძვლები ანუ მცენარეების შესწავლის მეთოდი, 1694 წ.
- პარიზის გარეუბნების მცენარეების ისტორია და მათი გამოყენება მედიცინაში. 1698 წ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟ. პ. დე ტურნეფორი, მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში, თბ. 1988
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტურნეფორის თვალით დანახული თბილისი დაარქივებული 2021-12-02 საიტზე Wayback Machine.
- ისტორიული კონტექსტი. ტურნეფორის თბილისი დაარქივებული 2021-12-02 საიტზე Wayback Machine.