ჟოან ბენუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟოან ბენუა
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 16 მაისი, 1957(1957-05-16)[1] [2] (66 წლის)
დაბ. ადგილი Cape Elizabeth
სიმაღლე 1,57
წონა 46[3]
ქვეყანა აშშ
ჯილდოები Maine Women's Hall of Fame და Honda Sports Award for Cross Country[4]

ჟოან ბენუა სამუელსონი (დ. 16 მაისი, 1957) — ამერიკელი მარათონის მორბენალი. იგი იყო პირველი ქალთა ოლიმპიური თამაშების მარათონის ჩემპიონი. მან მოიგო ოქროს მედალი 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ლოს-ანჯელესში. 1985 წელს მოგების შემდეგ მან ამერიკელ ქალებს შორის 32 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი დრო დააფიქსირა ჩიკაგოს მარათონზე.[5] ბოსტონის მარათონზე მისი დრო იყო ამერიკელი ქალის მიერ დაფიქსირებული ყველაზე მოკლე დრო მარათონზე 28 წლის განმავლობაში.[6] იგი შეიყვანეს მეინის ქალთა დიდების დარბაზში 2000 წელს.

კონკურენტუნარიანი ცხოვრება და ბოსტონის მარათონის გამარჯვებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟოან ბენუე დაიბადა კეიპ ელიზაბეტში, მეინში. თხილამურებით სლალომის დროს მიღებული ფეხის მოტეხილობის რეაბილიტაციისთვის ბენუამ გრძელ დისტანციებზე სირბილი დაიწყო.[7] ბოუდოინის კოლეჯში იგი გამოირჩეოდა მძლეოსნობაში. 1977 წელს, კოლეჯში ორი წლის შემდეგ, მან მიიღო სტიპენდია ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში, სადაც დაიწყო კონცენტრირება მხოლოდ სირბილზე. მან მოიპოვა ამერიკის შეერთებული შტატების ჯილდოები უნივერსიტეტში 1977 და 1978 წლებში, ხოლო 1978 წელს დაეხმარა Wolfpack-ის საუნივერსიტეტო გუნდს ატლანტიკური სანაპირო კონფერენციის ჩემპიონატზე. მან მოიგო ბროდერიკის ჯილდო (ახლანდელი ჰონდას სპორტული ჯილდო), როგორც ერის საუკეთესო ქალმა მორბენალმა ქვეყნის გარშემო 1979–80 წლებში.[8]

მას შემდეგ, რაც დაბრუნდა ბოუდოინში, რომ მიეღო ხარისხი, იგი 1979 წლის ბოსტონის მარათონზე უცნობის სახით შევიდა. მან მოიგო მარათონი[9] 2:35:15-ში. ამ მონაცემით მან რვა წუთით გააუმჯობესა შეჯიბრის რეკორდი. სირბილისას „ბოსტონ რედ სოქსის“ ქუდი ეხურა. 1981 წელს მან გაიმარჯვა აშშ-ის ჩემპიონატში 10000 მეტრზე. ჟოანის დაფიქსირებული დრო იყო 33:37.50. მიუხედავად იმისა, რომ ორი წლით ადრე აქილევსის მყესებზე ოპერაცია გაიკეთა, მან გაიმეორა მარათონში მიღწეული წარმატება 1983 წელს გამარჯვებით და დაამყარა კურსის რეკორდი 2:22:43. მან ორ წუთზე მეტით გააუმჯობესა მხოლოდ ერთი დღით ადრე, ლონდონის მარათონზე, ნორვეგიელი გრეტ უეიტსის მიერ დამყარებული მსოფლიო რეკორდი. მისი ბოსტონის რეკორდი კიდევ 11 წლის განმავლობაში არ მოხსნილა.[10]

ოლიმპიური წარმატება და შემდგომი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენუა 1984 წელს

1984 წლის მარტში ბენუამ მძიმედ დაიზიანა მუხლი 32 კილომეტრზე ვარჯიშის დროს, რის გამოც იგი იძულებული გახდა გაეკეთებინა მუხლის ართროსკოპიული ოპერაცია შეერთებული შტატების ქალთა ოლიმპიური მარათონის შესარჩევ ეტაპამდე 17 დღით ადრე. თუმცა, იგი ოპერაციიდან გაცილებით სწრაფად გამოჯანმრთელდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და იყო ფავორიტი შესარჩევ ეტაპზე, ოლიმპიაში, ვაშინგტონი. მან მეორე ჩემპიონ ჯული ბრაუნს 30 წამით აჯობა და გაიმარჯვა. ამჯერად მან დააფიქსირა 2:31:04. სამი თვის შემდეგ მან იასპარეზა ლოს-ანჯელესში 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, მოიგო პირველი ოლიმპიური ქალთა მარათონი (2:24:52 წუთით). რამდენიმე ასეული მეტრით გაუსწრო გრეტ უაიტსს, როზა მოტას და ინგრიდ კრისტიანსენს.[11]

ბენუამ წარმატებას მიაღწია არამარათონულ დისტანციებზეც. მან მოიგო პრესტიჟული ფოლმაუთის გზის შეჯიბრი (11.4 კმ) სულ ექვსჯერ (1976, 1978, 1981–1983 და 1985 წლებში). ამ შემთხვევაში ოთხჯერ მოხსნა რეკორდი.

მიუხედავად იმისა, რომ მან მოიგო 1985 წლის ჩიკაგოს მარათონი, დაამარცხა კრისტიანსენი და მოტა ამერიკისთვის რეკორდულ დროში 2:21:21 (რეკორდი ხელშეუხებელი დარჩა 18 წლის განმავლობაში, სანამ დინა კასტორმა არ დაამხო იგი 2003 წელს ლონდონში).[12] ოლიმპიური გამარჯვების შემდეგ ბენუა შეფერხდა რამდენიმე წლის განმავლობაში ტრავმებით და უჭირდა მთავარ შეჯიბრებში მონაწილეობა. 1985 წელს მან მიიღო ჯეიმზ ე. სალივანის ჯილდო, როგორც საუკეთესო მოყვარულმა სპორტსმენმა შეერთებულ შტატებში.

ბენუამ დაწერა Running Tide (1987) და Running for Women (1995).

1998 წელს მან დააარსა Beach to Beacon 10K შეჯიბრი - ათკილომეტრიანი რბოლა, რომელიც ტარდება კეიპ ელიზაბეტში, მეინის შტატში, ყოველ აგვისტოში, კრესენტ-ბიჩის სახელმწიფო პარკიდან ფორტ უილიამსის პარკამდე და პორტლენდ ჰედ ლაითამდე. რბოლა იზიდავს მსოფლიოს ბევრ მორბენალს. ელიტარული მორბენლები ხშირად მონაწილეობენ ამ გარბენში და შემდეგ, მომდევნო შაბათ-კვირას, მონაწილეობან ფალმაუთის გარბენში კეიპ კოდში, მასაჩუსეტსში. ბენუამ ეს რბოლა რამდენჯერმე მოიგო. ბოლოს ამ შეჯიბრზე იგი 2022 წელს გავიდა, დააფიქსირა 69-ე საუკეთესო შედეგი ქალებში და პირველი იყო თავის ასაკობრივ ჯგუფში.

2003 წელს, 46 წლის ასაკში, ბენუამ მოიგო მეინის ნახევარმარათონი, დაამარცხა მასზე ორი ათწლეულით უმცროსი მორბენლები და ის იყო ყველაზე სწრაფი, გარდა ექვსი კაცისა. მარათონი დაასრულა 1 საათსა 18 წუთში. 2006 წელს იგი დაეხმარა ველოსიპედით მოასპარეზე ყოფილ ჩემპიონ ლენს არმსტრონგს, ნიუ-იორკის მარათონში მონაწილეობისას. 2008 წლის აშშ-ის ოლიმპიური გუნდის შესარჩევ ეტაპზე, 50 წლის ასაკში, მან დააფიქსირა 2:49:08, დაამყარა აშშ-ის ახალი რეკორდი 50 წელზე უფროსების კატეგორიაში. როდესაც მან 2009 წლის 1 ნოემბერს ნიუ-იორკის მარათონზე გაირბინა, მოხსნა უფროსი მასტერსის რეკორდი 50 წელზე უფროსი ასაკის მორბენლებში, საბოლოო დროით 2:49:09.[13] 2010 წლის 10 ოქტომბერს, მან დაიკავა 43-ე ადგილი ჩიკაგოს მარათონზე - მერვე ოლიმპიური მარათონის გუნდში კვალიფიკაციისთვის მას 1 წუთი და 50 წამი დააკლდა, მაგრამ დააფიქსირა ყველაზე სწრაფი დრო 52 წელს გადაცილებული ქალის მიერ. იმავე თვეში, მან გაირბინა ათენის კლასიკურ მარათონზე და დაასრულა იგი 3 საათსა და 2 წუთში (მისი კარიერის ყველაზე ნელი შედეგი);[14] 2011 წლის აპრილში ჟოანმა იასპარეზა ბოსტონის მარათონში, დაასრულა კურსი 2:51:29-ში და დაიკავა პირველი ადგილი თავის ასაკობრივ ჯგუფში. 2013-დან 2015 წლამდე სამუელსონი ყოველწლიურად დარბოდა ბოსტონის მარათონზე, სადაც ოთხიდან სამ შემთხვევაში 55-59 წლის ასაკობრივ კატეგორიაში დააფიქსირა საუკეთესო დრო. არცერთი არ არის აღიარებული მსოფლიო მძლეოსნობის მიერ, რადგან ბოსტონის მარათონის კურსი არ შეესაბამება საერთაშორისო წესებს. მისი დროები იყო 2:50:33 (2013), 2:52:15 (2014) და 2:54:26 (2015). 2019 წელს ბენუამ ისევ გაირბინა ბოსტონის მარათონში, 1979 წლის მოგებიდან ორმოცი წლის თავზე. იგი იმედოვნებდა, რომ 1979 წლის დროიდან 40 წუთში იქნებოდა, მაგრამ ამაზე უკეთესი დროც კი დააფიქსირა 3:04:00 დროით და კვლავ მოიგო თავის ასაკობრივ ჯგუფში (60-64).[15]

ბენუა 1983 წლიდან ყოველწლიურად მონაწილეობს Bix 7-ის საგზაო რბოლაში დევენპორტში, აიოვაში. მან ეს შეჯიბრი ოთხჯერ მოიგო. ბენუას და ბილ როჯერსის ბრინჯაოს ქანდაკება დაიდგა ბიქსის ფინიშთან 2007 წელს.[16][17]

ბენუა ცხოვრობს ფრიპორტში, მეინში,[18] სადაც საშუალო სკოლის სპორტულ კომპლექსს ჰქვია მისი სახელი.[19] სირბილის გარდა, ის ამჟამად მუშაობს გრძელ დისტანციებზე და ქვეყნის გარშემო მორბენალ ქალთა მწვრთნელად, არის მოტივაციური სპიკერი და სპორტული კომენტატორი. იგი წარმოდგენილია Nike+ iPod-ის სისტემაზე, როგორც ერთ-ერთი მილოცვის ხმა. ბენუას და ქმარს სკოტ სამუელსონს ჰყავთ ორი შვილი, ქალიშვილი ები და ვაჟი ანდერსი, რომლებიც მორბენალები არიან და გაირბინეს 2014 წლის ბოსტონის მარათონში დედასთან ერთად.

იგი შეიყვანეს ეროვნული დისტანციებზე სირბილის დიდების დარბაზში 1998 წელს, მეინის ქალთა დიდების დარბაზში 2000 წელს,[20] ეროვნული ტრეინინგის დიდების დარბაზში 2004 წელს და აშშ-ის მორბენალთა ოსტატების დიდების დარბაზში 2014 წელს. 2017 წელს, LA Memorial Coliseum-ის საპატიო სასამართლოში გაიხსნა მისი საპატივსაცემო დაფა.

2019 წელს, ბოსტონის მარათონის პირველი გამარჯვების 40 წლის იუბილის წინა დღეს, ბენუა და მისი ქალიშვილი ები ერთად დარბოდნენ, როგორც წინა მარათონებში. ჯოანმა დააფიქსირა 3:04:00, რაც იყო მისი თავდაპირველი დროიდან 40 წუთით მეტი[21]. ეს იყო დაპირება, რომელიც მან დადო ბოსტონის მარათონის შეჯიბრებამდე. ამან მას საშუალება მისცა მოეგო თავისი ასაკობრივი ჯგუფი (60-64) თითქმის ცხრა წუთით, მაგრამ ჩამოუვარდებოდა მარათონში 60 წელს გადაცილებული ქალების ყველაზე სწრაფ დროს (3:01:30).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. SNAC — 2010.
  2. World Athletics database
  3. Olympedia — 2006.
  4. https://www.collegiatewomensportsawards.com/archives/cross_country
  5. „Race history - Bank of America Chicago Marathon“. Bank of America Chicago Marathon (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-10-24.
  6. „10 Best American Marathoners of All Time“. ACTIVE.com (ინგლისური). 2014-08-12. ციტირების თარიღი: 2018-10-24.
  7. The Marathon's Maine woman, Sports Illustrated, Kenny Moore, May 2, 1983. Retrieved October 3, 2018.
  8. Cross Country en. ციტირების თარიღი: 2020-03-29
  9. A Goodbye From Cool Running! (January 12, 2021).
  10. 2004 Boston Marathon Media Guide, published by Boston Athletic Association with John Hancock
  11. Olympic Marathon Los Angeles 1984 XXIII Olympiad.
  12. Bank of America Chicago Marathon: What You Need to Know Retrieved October 9, 2010
  13. Joan Benoit Samuelson '79 Sets NYC Marathon Record, Campus News (Bowdoin)
  14. „Greek For a Day“. Runner's World (ინგლისური). 2011-02-04. ციტირების თარიღი: 2017-03-02.
  15. Joan Benoit Samuelson easily meets her goal in 2019 Boston Marathon - The Boston Globe. ციტირების თარიღი: 2019-04-15
  16. Another year in the Bix: 44th Quad-City Times Bix 7 'quite the sight'. ციტირების თარიღი: July 10, 2020
  17. 1999.
  18. „Samuelson sets 50-plus record at NYC Marathon“. USA Today. Associated Press. November 1, 2002. ციტირების თარიღი: 2009-11-02.
  19. „Freeport opens brand new track and field“. CBS. WGME-TV. May 18, 2018. ციტირების თარიღი: 2018-05-21.
  20. „Benoit Samuelson named to Hall of Fame“. Sun Journal. February 18, 2000. p. C18.
  21. McArdle, Tommy. (2019-04-15) Joan Benoit Samuelson made good on her 2019 Boston Marathon promise; Boston.com. Boston.com. ციტირების თარიღი: 2019-04-15