ნიუ-იორკის მარათონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიუ-იორკის მარათონი 2007 წელს.

ნიუ-იორკის მარათონი (ინგლ. The New York City Marathon; სრულად ING New York City Marathon, სპონსორის მითითებით) — მნიშვნელოვანი ყოველწლიური მარათონი (42,195 კმ), რომლის კურსი ქალაქ ნიუ-იორკის ხუთივე საგრაფოს მოიცავს. 2006 წელს 37.850 ფინიშამდე მისული მორბენალით, ეს უდიდესი მარათონია მსოფლიოში. ბოსტონისა და ჩიკაგოს მარათონების გვერდით, ის აშშ-ის დიდ დისტანციაზე სირბილში ყოველწლიურ შეჯიბრთაგან ყველაზე პრესტიჟულია.

რბოლას ორგანიზებას უწევს კლუბი NYRR (New York Road Runners) და ის 1970 წლიდან ყოველწლიურად იმართება. მარათონი ნოემბრის პირველ კვირადღეს იმართება და მასში პროფესიონალი თუ მოყვარული ათლეტები იღებენ მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან. შეჯიბრის დიდი პოპულარობის გამო, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია 37.000-ით, რომლებსაც ლატარიის სისტემით ირჩევენ და უპირატესობას წინა მონაწილეებს ანიჭებენ. NYRR-ის წევრებს შეუძლიათ მონაწილეობა ლატარიის გარეშე მიიღონ კვალიფიკაციის გავლის მიხედვით ან კლუბის წევრების ოფიციალური ნომინაციით. ოფიციალურად ცნობილ მორბენალთა კლუბებს ორი გარანტირებული ადგილი აქვთ საკუთარ წევრთათვის, რომლებიც ლატარიით ვერ მოხვდნენ მონაწილეთა სიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]