შინაარსზე გადასვლა

ჟან-ფრანსუა ლაპერუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟან-ფრანსუა ლაპერუზი
დაბადების თარიღი 23 აგვისტო, 1741(1741-08-23)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი Château du Gô[11]
გარდაცვალების თარიღი 31 დეკემბერი, 1788(1788-12-31)[12] (47 წლის)
გარდაცვალების ადგილი Vanikoro[13] [14]
ჯარის სახეობა French Navy
წოდება commodore
ბრძოლები/ომები შვიდწლიანი ომი
ჯილდოები წმინდა ლუდოვიკოს ორდენის კავალერი

ჟან-ფრანსუა დე გალო დე ლაპერუზი (ფრანგ. Jean François de Galaup, comte de La Pérouse; დ. 22 აგვისტო 1741, ლე-გიუა, ქალაქ ალბის მახლობლად — გ. 1788?) — ფრანგი საზღვაო ძალების ოფიცერი, ზღვაოსანი და მკვლევარი.

1785-1788 წლებში წყნარი ოკეანის შემსწავლელ ექსპედიციას მეთაურობდა ფრეგატებზე „ბუსოლი“ და „ასტროლაბია“. ლაპერუზმა შემოუარა ჰორნის კონცხს, გაიარა აღდგომის კუნძული, ჰავაის კუნძულები, ალასკის ყურე, ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპირო ჩ. გ. 60°-იდან 36°30′-მდე, მოუხვია დასავლეთით, გადაკვეთა წყნარი ოკეანე და ფილიპინებიდან აღმოსავლეთ ჩინეთის და იაპონიის ზღვების გავლით შევიდა თარის სრუტეში. ჩ. გ. 51°30′-იდან დაბრუნდა სამხრეთით კუნძულ სახალინის ნაპირის გასწვრივ, აღმოაჩინა კუნძული მონერონი, გაიარა სრუტე კუნძულ სახალინსა და კუნძულ ჰოკაიდოს შორის (ამჟამად ლაპერუზის სრუტე) და მივიდა კამჩატკაზე. აქედან ლაპერუზი ავსტრალიისაკენ გაემართა და სამოის კუნძულების ჯგუფში აღმოაჩინა კუნძული სავაი. სიდნეიდან ექსპედიციამ კვლავ ჩრდილოეთისაკენ აიღო გეზი და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ჩაძირული ფრეგატის ნარჩენები აღმოაჩინეს კუნძულ ვანიკოროსთან (სანტა-კრუზის კუნძულები).

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #11872651X // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. SNAC — 2010.
  3. University of Toronto, Laval University Dictionary of Canadian Biography, Dictionnaire biographique du Canada / G. Brown, D. Hayne, F. Halpenny et al. — UTP, Presses de l'Université Laval, 1959. — ISSN 0420-0446; 0070-4717
  4. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  5. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. GeneaStar
  8. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  9. Babelio — 2007.
  10. Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. ЛаминНовосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
  11. Pas L. v. Genealogics — 2003.
  12. FranceArchives: Portail national des archives — 2017. — ISSN 2556-3521
  13. Bibliothèque nationale de France Record #14960413z, Record #11911032x // BnF catalogue généralParis: BnF.
  14. Identifiants et RéférentielsABES, 2011.