სავაი
მშობ. სახელი: ინგლ. Savai'i | |
---|---|
კუნძულ სავაის რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 13°35′ ს. გ. 172°25′ დ. გ. / 13.583° ს. გ. 172.417° დ. გ. |
ფართობი | 1708 კმ² |
სიგრძე | 70 კმ |
სიგანე | 40 კმ |
უმაღლესი წერტილი | 1858 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 43 103 (2006) |
სიმჭიდროვე | 25,236 /კმ² |
სავაი (ინგლ. Savai'i) — ორიდან ერთი დიდი კუნძული, რომელიც შედის სამოას შემადგენლობაში (წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილი).
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 70 კმ-ს, სიგანე — 40 კმ-ს. კუნძულის ფართობია — 1708 კმ². სამხრეთი სანაპირო კლდოვანია, ჩრდილოეთი — უფრო დაბლობია (აქ მდებარეობს ბუნებრივი უბე მატაატუ). კუნძულის ცენტრში მდებარეობს მოქმედი კონუსის მსგავსი ფორმის ვულკანი (უკანასკნელი ამოფრქვევა დარეგისტრირებული იყო 1911 წელს). ეს კუნძულის უმაღლესი წერტილია ზღვის დონიდან (ვულკანური კრატერი მუა სოფელ აოპოსთან), რომელიც აღწევს 1858 მეტრს. კუნძული დაფარულია ხშირი მცენარეულობით: ჭადრებით, ქოქოსის პალმებით, ციტრუსებით და პურის ხეებით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სავაი აღმოაჩინა ფრანგმა მოგზაურმა ჟან-ფრანსუა ლაპერუზმა. XIX საუკუნის ბოლოში შევიდა დასავლეთ სამოას (გერმანიის) შემადგენლობაში.
ადმინისტრაციული მოწყობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამოას 11 ოლქიდან კუნძულ სავაიზე მდებარეობს 6:
№ რუკაზე |
ოლქი | ადმინისტრაციული ცენტრი | ოლქის ფართობი, კმ² |
ოლქის მოსახლეობა, ად. (2006) |
სიმჭიდროვე, ად./კმ² | |||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კუნძული სავაი | ||||||||||||||||||||||||
6 | ფაასალელეაგა | საფოტულაფაი | 266 | 13 404 | 50,39 | |||||||||||||||||||
7 | გაგაემაუგა¹ | სალეაულა | 223 | 7 487 | 33,57 | |||||||||||||||||||
8 | გაგაიფომაუგა | აოპა | 365 | 4 842 | 13,27 | |||||||||||||||||||
9 | ვაისიგანო | ასაუ | 178 | 6 478 | 36,39 | |||||||||||||||||||
10 | სატუპაიტეა | გაუტავაი | 127 | 5 260 | 41,42 | |||||||||||||||||||
11 | პალაული | ვაილოა და პალაული | 523 | 9 082 | 17,37 | |||||||||||||||||||
სულ | 1708 | 43 103 | 25,24 |
¹ ოლქის ნაწილი მდებარეობს კუნძულ უპოლუზე (სოფლების სალამუმუ-უტუს და ლეაუვაას ჩათვლით)
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2006 წელს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 43 103 ადამიანს[1]. ყველაზე დიდი პორტებია — სალელოლოგა და ასაუ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Population and Housing Census Report 2006. Samoa Bureau of Statistics (July 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-03. ციტირების თარიღი: 22 January, 2010.