ჟან-ბატისტ ტრელიარი
ჟან-ბატისტ ტრელიარი (დ. 3 იანვარი, 1742 – გ. 1 დეკემბერი, 1810) — საფრანგეთის რევოლუციის დროინდელი სახელმწიფო მოღვაწე. მან დიდი წვლილი შეიტანა საფრანგეთის პირველი რესპუბლიკისა და იმპერიის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
რევოლუციის პერიოდში ჟან-ბატისტ ტრელიარს არ ჰყავდა გავლენიანი მეგობრები, ამის მიუხედავად მაინც მოახერხა რამდენიმე საკვანძო თანამდებობის დაკავება — იგი იყო „დამფუძნებელი კრების“ პრეზიდენტი (1790 წლის 20 ივლისი - 1 აგვისტო), ეროვნული კონვენტის პრეზიდენტი (1792 წლის 27 დეკემბერი - 1793 წლის 10 იანვარი), საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტის სამგზის წევრი, პირველი რესპუბლიკის საკანონმდებლო კრებისა (ხუთასთა საბჭო) და საფრანგეთის დირექტორიის წევრი.
ჟან-ბატისტ ტრელიარი წარმოშობით საფრანგეთის დეპარტამენტ კორეზიდან იყო, დაიბადა იურისტის ოჯახში. იურიდიული განათლების მიღების შემდეგ ტრელიარი პარიზში გადასახლდა, სადაც 1761 წელს პარლამენტში იურისტად დაიწყო მუშაობა.
ტრელიარი 1789 წელს აირჩიეს გენერალური შტატების დეპუტატად, მესამე წოდებიდან. იყო „დამფუძნებელი კრების“ დეპუტატი. 1790 წელს კი „დამფუძნებელი კრების“ პრეზიდენტადაც აირჩიეს.
1798 წლის 15 მაისს ტრელიარი გახდა საფრანგეთის დირექტორიის ერთ-ერთი წევრი. 1798 წლის 24 აგვისტოდან - 27 ნოემბრამდე იყო დირექტორიის ხელმძღვანელი. 1799 წლის 17 ივნისს კი მისი ადგილი ლუი გოიემ დაიკავა.
18 ბრუმერის გადატრიალების შემდეგ (1799 წლის 10 ნოემბერი), სამი კონსულის მმართველობის პერიოდში, დაინიშნა სენის დეპარტამენტის სააპელაციო სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო 1802 წლის 1 ინავარს გახდა ამავე სასამართლოს პრეზიდენტი. იგი, ასევე, ხელმძღვანელობდა სახელმწიფო საბჭოს საკანონმდებლო განყოფილებას და მონაწილეობა მიიღო ნაპოლეონის კოდექსის შემუშავებაში.
1809 წლის 30 მარტს მან მიიღო თანამდებობა სახელმწიფო საბჭოში, სადაც გარდაცვალებამდე დარჩა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1789 - Opinion de M. Treilhard, sur le rapport du Comite des finances, du 18 decembre 1789, au sujet de la Caisse d'escompte; et motion sur l'alienation de quelques portions de possessions, dites ecclesiastiques, & sur l'administration de toutes. A Paris: Chez Baudouin
- 1789 - Opinion de M. Treilhard, sur la propriété des possessions du clergé. A Paris: Chez Baudouin
- 1789 - Résumé de l'opinion de M. Treilhard sur le droit de sanction. A Versailles: Chez Baudouin
- 1790 - Opinion de m. Treilhard sur le rapport du Comité ecclésiastique concernant l'organisation du clergé. Paris: Chez Baudouin Imprimeur de l'assemblee
- 1790 - Lettre de M. Treilhard aux auteurs de la feuille qui a pour titre, l'Ami du roi, des François, de l'ordre & sur-tout de la vérité. A Paris: De l'Imprimerie nationale
- 1792 - Jean-Baptiste Treilhard aux membres du tribunal criminel du 17 août. Paris: De l'imprimerie de Cl. Simon
- 1793 - Récit exact de la conduite tenue à l'égard des membres de la Convention nationale délégués dans le département de la Gironde, par les membres des autorités constituées, se disant réunis en Commission populaire de salut public, à Bordeaux. Paris: De l'Imprimerie nationale
- 1796 - Opinion prononcée par Treilhard sur la question intentionnelle. Séance du 4 vendémiaire, an 5. Paris: De l'Imprimerie nationale
- 1796 - Opinion de Treilhard sur le rapport de la loi du 3 brumaire. Séance du premier brumaire, an V. A Paris: De l'Imprimerie nationale
- 1796 - Projets de résolutions présentés au Conseil des cinq-cents par Treilhard. Sénace du 15 prairial de l'an IV. A Paris: De l'Imprimerie nationale
- 1796 - Second discours sur la question intentionnelle. A Paris: De l'Imprimerie nationale