პუჩონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დასახლებული პუნქტი
პუჩონი
Bucheon cityhall.jpg
ქვეყანა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
კოორდინატები 37°29′56″ ჩ. გ. 126°46′59″ ა. გ. / 37.49889° ჩ. გ. 126.78306° ა. გ. / 37.49889; 126.78306
ფართობი 53.44 კმ²
ცენტრის სიმაღლე 16±1 მეტრი
მოსახლეობა 867,678 (2008)
სასაათო სარტყელი UTC+09:00
საფოსტო ინდექსი 420010–428843
ოფიციალური საიტი http://www.bucheon.go.kr/
პუჩონი — სამხრეთი კორეა
პუჩონი

პუჩონი (კორ. 부천시?, 富川市?, Bucheon-si) — ქალაქი სამხრეთიკორეაში, კიონგიდოს პროვინციაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წელს ქალაქ ინჩხონისა და ფუფხიონის მაზრის რამდენიმე რაიონი ერთი დასახელების ქვეშ გაერთიანდა და დაერქვა პუჩონი. 1931 წელს კენამის რაიონს დაერქვა სოსა. 1941 წელს სოსამ მიიღო მაღალია ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი „იპი“. იაპონიისგან დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ პუჩონის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ისევ ინჩხონს შეუერთდა. 1973 წელს პუჩონმა ქალაქის სტატუსი მიიღო.

1988 წელ პუჩონი ორნაწილად გაიყო, ნამგუდ და ჩუნგუდ. ნამგუს მოგვიანებით დაერქვა სოსაგუ. 19933 წელს ჩუნგუს გაყოფის შემდეგ კიდევ ორი დასახლება შეიქმნა: ვონმიგუ და ოჯონგუ.[1]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პუჩონი ფართობის მიხედვით არ განეკვთვნება დიდ ქალაქს, თუმცა მჭიდროდაა დასახლებული. მდებარეობს ინჩხონსა და სეულს შორის. ფაქტობრივად მთელ ტერიტორიას იკავებს დასახლებული პუნქტები.

ტურიზმი და ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი პუჩონი მისი ხელისუფლების პოზიციონირებულია, როგორც სამხრეთ კორეის ცენტრალური ნაწილის კულტურული ცენტრი. მისი კულტურული და ტურისტული ცხოვრება წარმოდგენილია შემდეგი ღირსშესანიშნაობებით:

  • ბუჩონის ფილარმონიის ორკესტრი — ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ორკესტრი კორეაში.[2] პუჩონის ფილარმონიის მუსიკალური ჯგუფი იყო პირველი, რომელმაც 2005 წელს მიიღო ჰოამის პრემია, რომელიც სამხრეთ კორეაში ნობელის პრემიის ანალოგია.[3]
  • ბუჩონის კინოფესტივალი ქალაქში 1997 წლიდან ტარდება. ეს ფესტივალი სპეციალიზირებულია სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმებზე.[4][5]
  • ანიმაციის მუზეუმი მდებარეობს ვონმიგუს ოლქში.[6]
  • მინისა და კერამიკის მუზეუმი. ექსპონატები ძირითადად მე-18-მე-20 საუკუნეებამდეა გამოფენილი უცხოელი ევროპელი ოსტატების მიერ.[6]
  • პოქსაგოლის ხელოვნების ფესტივალი ტარდება 1985 წლიდან, ყოველწლიურად, გაზაფხულზე. მიმდინარეობს თეატრალური მსვლელობა, მხატვრებისა და მწერლების გამოფენები, მუსიკალური კონკურსები, წარმოდგენები ფოლკლორული ჯგუფების მიერ.[7]
  • მსოფლიო არქიტექტურის შედევრების პარკი — ეს პარკი მსოფლიო არქიტექტურის არაერთ შედევრს შეამცირებს შემცირებულ ფორმაში. აქ ნახავთ სიდნეის ოპერის სახლს, ეიფელის კოშკს, წმინდა ბასილის ტაძარს და სხვა ცნობილ ნაგებობებს.[8]
  • აკრობატული თეატრი დონ ხანი ერთ–ერთი უძველესია კორეაში, არსებობს 70 წლის განმავლობაში.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. История Пучхона.. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2004-12-14. წაკითხვის თარიღი: 2011-01-16.
  2. Пучхонский филармонический оркестр.. წაკითხვის თარიღი: 2011-01-16.
  3. Официальный сайт Пучхонского филармонического.. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-02-09. წაკითხვის თარიღი: 2011-01-16.
  4. Пучхонский кинофестиваль. წაკითხვის თარიღი: 2011-01-16.
  5. Официальный сайт пучхонский кинофестиваля.. წაკითხვის თარიღი: 2011-01-16.
  6. 6.0 6.1 Музеи Пучхона.. წაკითხვის თარიღი: 2011-01-16.
  7. Фестиваль Поксаголь.. წაკითხვის თარიღი: 2011-01-16.
  8. 8.0 8.1 Парк мировой архитектуры.. წაკითხვის თარიღი: 2011-01-16.