პაჯუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დასახლებული პუნქტი
პაჯუ
ImjingangRailRoad.jpg
ქვეყანა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
კოორდინატები 37°49′58″ ჩ. გ. 126°49′01″ ა. გ. / 37.83278° ჩ. გ. 126.81694° ა. გ. / 37.83278; 126.81694
ფართობი 672.56 კმ²
მოსახლეობა 415,345 (2015)
ოფიციალური საიტი http://www.paju.go.kr
პაჯუ — სამხრეთი კორეა
პაჯუ

პაჯუ (კორ. 파주시?, 坡州市?) — ქალაქი სამხრეთი კორეაში, კიონგიდოს პროვინციაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ახლოს. სამხრეთით ესაზღვრება კოიანსა და კიმპჰოს, აღმოსავლეთით — იანჯუს, დასავლეთით აკრავს ყვითელი ზღვა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე პაჯუს ტერიტორიაზე დასახლების არსებობის შესახებ პირველი ცნობები 475 წელს გვხვდება. იმ დროს, ეს ტერიტორია შედიოდა კოგურიოს სახელმწიფოს შემადგენლობაში. აქ მდებარეობდა ჰიონის სტატუსის მქონე ადმინისტრაციული ერთეული. 757 წელს, ადმინისტრაციული რეფორმის შემდეგ (ამ დროს უკვე სილას შემადგენლობაში იყო), სულიჰოლმა შეიცვა სახელი და გახდა პონსონი. 1174 წელს, კორიოს დინასტიის არსებობისას, სახელწოდება შეიცვალა სოვონით.

1996 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი. პაჯუსთან ახლოს მდებარეობს ცნობილი ადგილი პანმუნჯონი, სადაც 1953 წელს დადებულ იქნა კორეის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.[1]

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. История Пхаджу. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-06-01. წაკითხვის თარიღი: 2011-01-23.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პაჯუ&oldid=3714593“-დან