პიონტეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
პიონტეკი
Seohae1.jpg
ქვეყანა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
პროვინცია კიონგიდო
კოორდინატები 36°59′41″ ჩ. გ. 127°05′20″ ა. გ. / 36.99472° ჩ. გ. 127.08889° ა. გ. / 36.99472; 127.08889
დაარსდა 1986
ფართობი 452.31 კმ²
მოსახლეობა 457,873 (2015)
ოფიციალური საიტი http://www.pyeongtaek.go.kr/pub/eng/index.jsp
პიონტეკი — სამხრეთი კორეა
პიონტეკი

პიონტეკი (კორ. 평택시?, 平澤市?) — ქალაქი სამხრეთ კორეაში, კიონგიდოს პროვინციაში. მასში განთავსებულია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების დიდი ბაზა და საზღვაო პორტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით ძვ. წ. 100 წელს, ადრეული კორეული სახელმწიფოების არსებობისას, თანამედროვე პიონტეკის ტერიტორიაზე დასახლებული იყო იონდალ პუგოკის მოსახლეობა. 475 წელს მიიღო ჰიონის სტატუსი და სახელი პუსანი. 757 წელს უწოდეს ჩინვი. თანამედროვე სახელი, პიონტეკი, მიიღო 940 წელს, როცა ჩინვი გაერთიანდა სუჯიმნესთან. 1938 წელს პინტეკმა მიიღო მაზრის (კუნის) სტატუსი. 1986 წელს პიონტეკს მიანიჭეს ქალაქის ადმინისტრაციული სტატუსი.[1]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიონტეკი მდებარეობს კიონგიდოს პროვინციის სამხრეთ ნაწილში. დასავლეთით ესაზღვრება ქალაქი ჰვანსანი და ყვითელი ზღვა, ჩრდილოეთით — ჰვანსონი და ოსანი, აღმოსავლეთით — ანსანი, სამხრეთით — ჩუნჩონის პროვინცია[2].

კლიმატი მუსონურია და დამოკიდებულია ყვითელ ზღვაზე. ყველაზე ცივი წელიწადის თვე იანვარია. 2003 წელს საშუალო თვიური ტემპერატურა −4°C იყო. აგვისტო ყველაზე თბილი თვეა და 2003 წელს საშუალო ტემპერატურა +24,2°C დაფიქსირდა. საშუალო წლიური ტემპერატურა +12,3°C-ს აღწევს. ნალექის საშუალო მაჩვენებელი 1514,8 მმ-ია, რომელიც წვიმების პერიოდში, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით მოდის[3].

ტურიზმი და ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სოფლის მეურნეობის მუზეუმი — ტრადიციული კორეული და თანამედროვე სოფლის მეურნეობის დიდი გამოფენა. მუზეუმი განთავსებულია სამსართულიან შენობაში, ექსპონატებში შედის ინსტრუმენტები, ქანდაკებები და ნახატები ტრადიციულ მეურნეობაზე, დიორამაზე.
  • ბოტანიკური ბაღი — მდებარეობს 880 მ² ფართობზე, შეიცავს 161 სახეობის 5 ათასზე მეტ მცენარეს, ადგილობრივ და უცხოურ, ტროპიკულ სახეობათა ჩათვლით.
  • გაერთიანებული სილას ეპოქის ბუდისტური სიმბოქსის ტაძარი. ტაძარში არის მოთავსებული ბუდას ქანდაკება, რომელიც კორეის საგანძურის ჩამონათვალში შედის 565 ნომრით (სტატუსი მიენიჭა 1972 წელს).
  • კექსარის სასახლე — ლის დინასტიის სტუმრების სასახლე. სასახლის უძველესი ნაგებობები მე-17 საუკუნით თარიღდება. ჩოსეონის დინასტიის ეპოქაში იგი გამოიყენებოდა, როგორც სასტუმრო სასახლე არისტოკრატიისა და მაღალი თანამდებობის პირებისთვის, ახლა მუზეუმად გადაკეთდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]