სუვონი
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სუვონი კორ. 수원 კორ. 水原 | |||
| |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
პროვინცია | კიონგიდო | ||
შიდა დაყოფა | Gwonseon-gu, Yeongtong-gu, Jangan-gu და Paldal-gu | ||
კოორდინატები | 37°17′09″ ჩ. გ. 127°00′36″ ა. გ. / 37.28583° ჩ. გ. 127.01000° ა. გ. | ||
მერი | იომ ტჰეიონი | ||
ფართობი | 121.1 კვადრატული კილომეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 66 მეტრი | ||
კლიმატის ტიპი | მუსონური | ||
მოსახლეობა | 1 234 300 (2020)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+09:00 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.suwon.go.kr | ||
სუვონი (კორ. 수원시?, 水原市) — კიონგიდოს პროვინციის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, სამხრეთი კორეა. მოსახლეობა დაახლოებით 1,2 მილიონია. ქალაქი სეულიდან სამხრეთით 30 კილომეტრში მდებარეობს. ზოგჯერ ქალაქს კორეული ფეხბურთის დედაქალაქად მოიხსენიებენ - სწორედ იქაა ყველაზე ცნობილი კორეული საფეხბურთო გუნდი სუვონის სამსუნგ ბლიუინგზი. სუვონშივე მდებარეობს სამსუნგის წამყვანი კვლევითი ცენტრები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამი სამეფოს დროს, თანამედროვე სუვონის ტერიტორიაზე იყო დასახლება მოსუ, შემდგომში ცნობილი, როგორც მეჰოლი. სუვონმა თანამედროვე სახელი 1413 წელს მიიღო, ხოლო ქალაქის სტატუსი 1949-ში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი მდებარეობს კიონგიდოს ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება იივანი, დასავლეთით - ანიანი, აღმოსავლეთით - იონინი, ხოლო სამხრეთით - ჰვასონი. ლანდშაფტი უმტესად მთაგორიანია. ვხვდებით რამდენიმე ტბას, რომელთაგან უდიდესია ვანჩხონი. უმაღლესი წერტილი კი მთა კვანგიოსანია.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სუვონი კორეის ერთ-ერთი უდიდესი სამრეწველო ცენტრია. ეკონომიკის ძირითადი დარგებია: ელექტრონიკა, ტესქტილის მრეწველობა, ქიმიური მრეწველობა, მეტალურგია და სხვა. ქალაქის ბიუჯეტი წელიწადში 1 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.
ცნობილი მაცხოვრებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პაკ ჩი-სონი – მანჩესტერ იუნაიტედის მეხბურთელი.
- ჩან ჰან-ნა - ცნობილი ვიოლონჩელისტი.
- ჩჰვე კი-სუ – k-pop ჯგუფ 24K-ს სოლისტი.
სიმბოლოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხე: ფიჭვი
- ყვავილი: აზალია
- სიმბოლო-თილისმა: განასახიერებს სიწმინდესა და ქალაქის სილამაზეს.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იაპონია ასაჰიკავა, იაპონია (1989)
ჩინეთი ძინანი, ჩინეთი (1993)
ავსტრალია ტაუნსვილი, ავსტრალია (1997)
ინდონეზია ბანდუნგი, ინდონეზია (1997)
გერმანია ბერლინი, გერმანია (1997)
რუმინეთი კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი (1999)
მექსიკა ტოლუკა, მექსიკა (1999)
თურქეთი იალოვა, თურქეთი (1999)
მაროკო ფესი, მაროკო (2003)
ვიეტნამი ჰეიზიონგი, ვიეტნამი (2004)
კამბოჯა სიემრეაპი, კამბოჯა (2004)
ინდოეთი ჰაიდარაბადი, ინდოეთი (2005)
რუსეთი ნიჟნი-ნოვგოროდი, რუსეთი (2005)
ბრაზილია კურიტიბა, ბრაზილია (2006)
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქალაქის საიტი
- ნიჟნი-ნოვგოროდთან დაძმობილებული ქალაქი სუვონი დაარქივებული 2017-05-03 საიტზე Wayback Machine.