პუბლიუს დეციუს მუსი (უმცროსი)
პუბლიუს დეციუს მუსი პუბლიუსის ძე რომის ოთხგზის კონსული და მესამე სამნიტური ომის გმირი. ძვ. წ. 340 წლის კონსულის პუბლიუს დეციუს მუსის შვილი ან შვილიშვილი.
პირველი კონსულობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პუბლიუს დეციუს მუსი პირველად კონსულად ძვ. წ. 312 წელს აირჩიეს. ამ დროს სამნიტებთან ომი თითქმის დასრულებული იყო. პუბლის დეციუსმა მძიმე ავადმყოფობის გამო საბრძოკლო მოქმედებებში მონაწეილეობა ვერ მიიღო და სენატის მებით დიქტატორი იქნა არჩეული.
ძვ. წ. 308 დეციუსი სამნიუმში იბრძოდა დიქტატორ ლუციუს პაპირიუს კურსორთან ერთად. სამნიტების ჯარი ორად იყო დაყოფილი, ერთი ბრძოლის ველზე მოოქროვილი ფარებით, მუზარადებით და ქარქაშებით გამოვიდნე, ხოლო მეორე ჯარს ეს ყველაფერი ვერცხლის ჰქონდა. რომაელებს დიქტატორი ლუციუს პაპირიუს კურსორი მხედართმთავრობდა. რომაელებმა მით უფრო დიდი მონდომებით დაამარცხეს სამნიტები, რომ მათი იარაღი უკვე კარგი ნადავლი იყო. იმავე დღეს რომაელებმა სამნიტთა ბანაკიც აიღეს და გაძარცვეს. დიქტატორი რომში ტრიუმფით დაბრუნდა, ხოლო პუბლის დეციუსი კონსულად აურჩიეს
მეორე კონსულობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორედ პუბლიუს დეციუსი კონსული კვინტუს ფაბიუსთან ერთად გახდა ძვ. წ. 308 წელს. ამ წელს ჩამოყალიბდა მათი ტანდემი, ეს ორი მხედართმთავარი კიდევ ორჯერ გახდნენ ერთად კონსულები და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს თანამშრომლობით.
ამ დროს კი ეტრურიაში რომაელებს უმბრებმა უღალატეს. მათმა მეთაურებმა დეციუსის ლეგიონებთან ბრძოლას რომისკენ წასვლა ამჯობინეს. როდესაც ამის შესახებ შეიტყო დეციუსმა, იგი სწრაფი მარშით გაემართა დედაქალაქისკენ. რომაელებმა კი უმბრების წინააღმდეგ ფაბიუსის მოხმობაც გადაწყვიტეს.
ფაბიუსი სწრაფი მარშით უმბრიის ქალაქ მევანიუმისკენ გაემართა. მეორე კონსულის უეცარმა გამოჩენამ ისე დააფრთხო უმბრები, რომ მათ ომზე უარის თქმა გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, მათ შორის ერთი ბრძოლა მაინც გაიმართა, რომელშიც რომაელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
მესამე კონსულობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მესამედ პუბლიუს დეციუსი ისევ კვინტუს ფაბიუსთან ერთად იყო არჩეული კონსულად ძვ. წ. 297 წელს. ამ დროს რომაელები ორ ფრონტზე იბრძოდნენ, ეტრუსკების და სამნიტების წინააღმდეგ. ეტრუსკები ამ დროისთვის რამდენიმეჯერ სერიოზულად დამარცხდნენ და საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება არ შეეძლოთ, ამიტომ ორივე კონსული სამნიუმისკენ გაემართა.
სამნიტების დასაბნევად ფაბიუსმა და დეციუსმა ჯარები სხვადასხვა გზებით წაიყვანეს. პუბლიუსმა მოიპოვა გამარჯვება მალევენტთან აპულიელების წიააღმდეგ. შემდეგ იგი სამნიუმში ჩავიდა და ფაბიუსთან ერთად დათარეშობდა 5 თვის მანძილზე.
შემდეგ წელს ფაბიუსი და დეციუსი პროკონსულებად დანიშნეს სამნიუმში ომისთვის. პროკონსულებმა იმას მიაღწიეს რომ სამნიტური ჯარები განდევნეს სამნიუმიდან ეტრურიაში.
მეოთხე კონსულობა და სიკვდილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძვ. წ. 295 წელს არავის არ გაკვირვებია არჩევნებზე ისევ ფაბიუსის გამარჯვება. მასთან ერთად ლუციუს ვოლუმნიუსმა გაიმარჯვა, მაგრამ ფაბიუსმა კოლეგად ისევ პუბლიუს დეციუსი მოითხოვა.
მიუხედავად იმისა რომ ორი კონსული უკვე მესამეჯერ იყვნენ კოლეგები და ერთად იყვნენ ცენზორები, მათ შორის პირველად მოხდა განხეთქილება. პატრიციებმა მოითხოვეს რომ ეტრუსკებთან ომი წილის ყრის გარეშე ფაბიუსს რგებოდა, ხოლო პლებეები მოითხოვდნენ წილის ყრას. ფაბიუსმა ბოლო ბოლო დაარწმუნა კოლეგა რომ უმჯობესია მან განაგრძოს მის მიერ წარმატებით დაწყებული ეტრუსკული ომი.
როდესაც კი ფაბიუსმა განაცხადა მეომრების შეკრება, ყველა ცდილობდა მის ჯარში ჩაწერილიყო. ფაბიუსმა კი საომრად მარტო 4 000 ქვეითი და 600 მხედარი წაიყვანა. იგი გაემართა აქარნის ციხესიმაგრისკენ, სადაც რომაელთა ბანაკი იყო აპიუს კლავდიუსის ჯარებით. ჯარისკაცები ფაბიუსს დიდი სიხარულით შეეგებნენ. ფაბიუსი დაბანაკდა კლუზიუმთან და გაემართა რომში სამხედრო საკითხებზე მოსათათბირებლად. რომში ჩასვლის მიზნებზე სხვადასხვა ვერსიებიც არსებობს, ზოგი ცნობებით აპიუს კლავდიუსი იქ ფაბიუსის წინააღმდეგ ხრიკებს აწყობდა, და იგი სენატმა გამოიძახა. ასეა თუ ისე ფაბიუსი სამხედრო ბანაკსი დეციუს მუსთან ერთად დაბრუნდა.
ამასობაში კლუზიუმთან რომაელთა სამხედრო ბანაკს გალები დაესხნენ თავს და ყველა გაჟლიტეს. გალები სამნიტებთან, ეტრუსკებთან და უმბრებთან შეიკრნენ და ყველანი რომაელთა წინააღმდეგ დაილაშქრნენ. მტრები ერთმანეთს სენტინუმთან შეხვდნენ. მარჯვენა ფრთაზე სამნიტები იყვნენ, მათ პირისპირ ფაბიუსი იდგა, ხოლო მარცხნივ გალების პირისპირ დეციუსი იდგა.
თავდაპირველად ბრძოლა თანაბარი იყო. მარჯვნივ ფაბიუსი უფრო თავს იცავდა ვიდრე ესხმოდა, რადგან მან კარგად იცოდა სამნიტების საბრძოლო ტაქტიკა, დღის ბოლოსთვის ისინი დაიღლებიან და მათი ძლევა უფრო ადვილი იქნება. გალები კი, რომლებსაც ძალიან უჭირთ სიცხის ატანა, საშიშნი არიან ბრძოლის დასაწყისში, ბოლოსკენ კი ძალიან სუსტდებიან.
დეციუსი კი პირიქით მოიქცა, მან ჯერ ქვეითები გაუშვა თავდასხმაში, შემდეგ კი მხედრები. მათ წინააღმდეგ გალმა მხედრებმა გამოილაშქრეს და უკან დაახევინეს რომაელებს. დეციუი ამაოდ ცდილობდა უკან დახეული რომაელების შეჩერებას, ბოლოს კი როდესაც ვერაფრით ვერ მოახერხა ეს, გადაწყვიტა გაემეორებინა თავისი მამის (ან ბაბიუს?) ბედი, მან მოუწოდა პონტიფიკუსს მსხვერპლშეწირვის რიტუალის ჩასატარებლად. პონტიფიკუსმა ქვესკნელის ღმერთებს უბოძა მტრის ლეგიონები და დეციუს მუსი. რიტუალის ჩატარების შემდეგ პუბლის დეციუსმა იქითკენ გააჭენა ცხენი, სადაც გალები უფრო მჭირდოდ იდგნენ და იქვე დაიღუპა.
რომაელებმა შეწყვიტეს უკან დახევა და ისევ თავდასხმაში გადავიდნენ. მტრები კი ამ მსხვერპლშეწირვამ შეაშინა და ბრძოლა რომაელების უპირატესობით გაგრძელდა.
მარჯვენა ფრთაზე კი ფაბიუსს უწინდებურად გაყავდა დრო. ბოლოს კი როდესაც იგრძნო რომ მტრები დაიღალნენ დაიწყო შეტევა, ხოლო მხედრებს უბრძანა სამნიტებისთვის გვერდიდან შეეტიათ. სამნიტებმა პირველებმა დაიხიეს უკან. რომაელებმა სწრაფად აიღეს სამნიტების ბანაკი, გალებს კი ზურგიდან დაარტყეს და ისე დაამარცხეს. დეციუსის ლაშქრიდან 7000 დაიღუპა, ფაბიუსის ლაშქრიდან კი 1500. პაბიუსმა დეციუსი დიდი პატივით დაკრძალა.
ფაბიუსმა დეციუსის ლეგიონები ეტრურიაში დატოვა, თვითონ კი რომში ტრიუმფით დაბრუნდა, სადაც ხალხი ადიდებდა მას როგორც დიდ მხედართმთავარს და მისი კოლეგის დიდებულ სიკვდილს.