პრუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პრუტი
Prut River.jpg
პრუტი
ქვეყნები უკრაინის დროშა უკრაინა
მოლდოვის დროშა მოლდოვა
რუმინეთის დროშა რუმინეთი
სათავე აღმოსავლეთი კარპატები
48°09′46″ ჩ. გ. 24°33′15″ ა. გ. / 48.16278° ჩ. გ. 24.55417° ა. გ. / 48.16278; 24.55417
შესართავი 45°28′08″ ჩ. გ. 28°12′26″ ა. გ. / 45.46889° ჩ. გ. 28.20722° ა. გ. / 45.46889; 28.20722
სიგრძე 953 კმ
აუზის ფართობი 27 500 კმ²
პრუტი (უკრაინა)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg

პრუტი (უკრ. Прут; რუმ. Prut) — მდინარე უკრაინაში, მოლდოვასა და რუმინეთში, დუნაის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 953 კმ, აუზის ფართობი 27 500 კმ². სათავე აქვს აღმოსავლეთ კარპატებში. ქალაქ ჩერნოვციმდე მიედინება ღრმა ხეობაში, შემდეგ ხეობა ფართოვდება, კალაპოტი იკლაკნება და ადგილ-ადგილ ჭორომიანია. საზრდოობს წვიმისა და თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა — ზაფხულსა და შემოდგომაზე. წყლის საშუალო ხარჯი დაახლოებით 80 მ³/წმ. გაყინულია იანვარ-თებერვალში, ყინულძვრაა მარტის პირველ ნახევარში. სანაოსნოა ქალაქ ლეოვომდე. პრუტის ნაპირზეა ქალაქები: იარემჩა, კოლომია, სნიატინი, ჩერნოვცი, ნოვოსელიცა, უნგენი, ლეოვო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პრუტი&oldid=3356964“-დან