პრჟევალსკის ცხენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრჟევალსკის ცხენი
Przewalski 26-9-2004-2.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  კენტჩლიქოსნები
ოჯახი:  ცხენისებრნი
გვარი:  ცხენი
ქვესახეობა:  პრჟევალსკის ცხენი
ლათინური სახელი
Equus ferus przewalskii
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 EN ka.svgსაფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 41763
გავრცელება
Leefgebied przewalskipaard.JPG

პრჟევალსკის ცხენი (ლათ. Equus ferus przewalskii) — კენტჩლიქოსანთა ცხოველი ცხენის გვარისა. 1879 წელს ცენტრალურ აზიაში აღმოაჩინა ნიკოლოზ პრჟევალსკიმ. აქვს მოკლე ფაფარი, მოზრდილი თავი, მსხვილი კისერი, მოკლე ფეხები და პატარა ყურები. ულაყის სხეულის სიგრძეა 2,3 მ, ჭაკი რამდენადმე უფრო პატარაა. ბინადრობდა ჯუნღარის უდაბნოში. ქმნიდა 5-20 სულისაგან შემდგარ რემას. ამჟამად ბუნებაში მისი არსებობა საეჭვოა. უკანასკნელი ჯოგი ბუნებაში 1967 წელს შეამჩნიეს, ხოლო უკანასკნელი წარმომადგენელი 1969 წელს. შემონახულია ევროპისა და ამერიკის ზოოპარკებში, უკრაინაშიასკანია-ნოვაში. ეჯვარება შინაურ ცხენს და ქმნის ნაყოფიერ შთამომავლობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]