პორტალი:პინკ ფლოიდი/შემთხვევითი ალბომი/1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

The Dark Side of the Moonინგლისურ პროგრესულ როკ ჯგუფ პინკ ფლოიდის მერვე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1973 წლის მარტში. იგი ეფუძნება ჯგუფის მიერ მანამდე შექმნილ ჩანაწერებსა და საკონცერტო გამოსვლებს, თუმცა არ შეიცავს ვრცელ ინსტრუმენტულ პიესებს, რომლებიც პინკ ფლოიდს ახასიათებდა 1968 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჯგუფი დატოვა მუსიკისა და ტექსტების თანაავტორმა, სიდ ბარეტმა. The Dark Side of the Moon-ში მიმოხილულ თემებს შორის არის კონფლიქტები, სიხარბე, დრო და გონებრივი შეშლილობა, რაც შთაგონებული იქნა ბარეტის პიროვნებით.

სიმღერების ეს ციკლი შეიქმნა საკონცერტო გამოსვლების პერიოდში და პირველად წარდგენილი იქნა სტუდიური ჩანაწერის გამოსვლამდე. ახალი მასალა 1972 და 1973 წლებში, ები როუდის სტუდიაში (ლონდონი) იწერებოდა. ჯგუფი იყენებდა თავისი დროის ყველაზე ახალ ხმისჩამწერ ტექნიკას, მაგალითად მრავალფირიან ჩასაწერ მოწყობილობებსა და ფირების მარყუჯებს. რამდენიმე სიმღერაში გამოყენებული იქნა ანალოგური სინთეზატორები და ჯგუფის ტექნიკურ პერსონალთან საუბრების ნაწყვეტები, სადაც ჟღერს სხვადასხვა საკითხის ფილოსოფური განხილვა. ხმის ინჟინერმა ალან პარსონსმა ალბომის ჟღერადობაზე და სტუდიაში კლერ ტორის დამატებითი ვოკალისტის სახით მოყვანაზე იზრუნა. ალბომის საკულტო გარეკანზე გამოსახული პრიზმა ასახავს ჯგუფის სასცენო განათებას, ტექსტების თემებსა და მუსიკოს რიჩარდ რაიტის მიერ „უბრალო და ნათელი“ დიზაინის შექმნის იდეას.

ვრცლად...