პორტალი:მედიცინა/ბიოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობერტ კოხი
რობერტ კოხი

რობერტ კოხი (Robert Koch; 1843-1910), გერმანელი მიკრობიოლოგი, თანამედროვე მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

1866 წელს დაამთავრა გეტინგენის უნივერსიტეტი. 1871-1880 წლებში სანიტარულ ექიმად მუშაობდა ვოლშტაინში (ახლანდელი ვოლშტინი), სადაც საოჯახო ლაბორატორია შექმნა და თავისი პირველი მიკრობიოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. 1885-1891 წლებში ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი და ჰიგიენის ინსტიტუტის დირექტორი იყო, 1891-1904 წლებში — ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი ბერლინში (მოგვიანებით ამ ინსტიტუტს მისი სახელი ეწოდა).

კოხის ძირითადი შრომები ეხება ინფექციური დაავადებების გამომწვევთა გამოვლენასა და მათთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებას. კოხმა პირველმა მიიღო ადრე აღმოჩენილი ჯილეხის ბაცილის წმინდა კულტურა და ახსნა ჯილეხის გავრცელების გზები. აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი (1882), მიიღო ბაქტერიული პრეპარატი ტუბერკულინი და გამოიყენა იგი ტებერკულოზის სამკურნალოდ, აღწერა კოხის რეაქცია, დაამუშავა ბაქტერიოლოგიური კვლევის ზოგადი მეთოდები და სხვ. 1905 წელს კოხს ნობელის პრემია მიენიჭა. (...სრულად)