პორტალი:ახლო აღმოსავლეთი/რჩეული სტატია/2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეგვიპტის პირამიდები
ეგვიპტის პირამიდები

ძველი ეგვიპტე - ( ეგვიპტურად: "კემე" - შავი ქვეყანა) ქვეყანა აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელმაც ძვ. წ. 525 წელს არსებობა შეწყვიტა.

ძველი ეგვიპტის ისტორია იყოფა დინასტიამდელ (დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელი) და მომდევნო პერიოდებად (სულ იყო 30 დინასტია[1] ). ეს პერიოდები გრძელდება ძვ. წ. III - ძვ. წ. I ათასწლეულებში.

პერიოდები თავისთავად ამგვარად იყოფა: ადრეული სამეფო (I - II დინასტია); ძველი სამეფო (III - VI); პირველი გარდამავალი პერიოდი (VII-X); შუა სამეფო (XI-XI); მეორე გარდამავალი პერიოდი (XIII-XVII); ახალი სამეფო (XVIII-XX); გვიანი პერიოდი (XXI-XXVI); ასურელთა მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 664-656); სპარსელთა მმართველობა (XXVII, ჩვ. წ.-მდე 525-ჩვ. წ.-მდე 404); სპარსელთა მეორე მმართველობა (XXVIII-XXX, ჩვ. წ.-მდე 343-ჩვ. წ.-მდე 332); მაკედონელთა მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 332-ჩვ. წ.-მდე 305); პტოლემეების მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 305-ჩვ. წ.-მდე 30). ძველი ეგვიპტე აფრიკის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში, თანამეროვე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ჩრდილოეთიდან ესაზაღვრებოდა ხმელთაშუა ზღვა, დასავლეთით - ლიბიის უდაბნო, აღმოსავლეთით წითელი ზღვა, სამხრეთიდან ნილოსის ჭორომები. ნილოსი ეგვიპტის ერთადერთი მდინარეა. იგი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიედინება და ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება. შესართავთან იგი შვიდ ტოტად იყოფა. ნილოსის შესართავი ბერძნებმა თავიანთ ასოს, დელტას მიამსგავსეს და მას ნილოსის დელტა უწოდეს. ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ძველი ეგვიპტელები ზემო ეგვიპტეს უწოდებდნენ, ჩრდილოეთ ნაწილს - ქვემო ეგვიპტეს. ქვემო ეგვიპტე უფრო ნაყოფიერი მხარე იყო და აქ წვიმებიც უფრო მეტი მოდიოდა. 19 ივლისიდან ნილოსი დიდდებოდა და ანაყოფიერებდა მის ნაპირზე არსებულ მიწებს. შემოდგომაზე კი ისევ თავის კალაპოტს უბრუნდებოდა. (...სრულად)

  1. ერთი და იმავე საგვარეულოს მეფეები, რომლებიც თანამიმდევრობით ცვლიან ერთმანეთს ტახტზე ნათესაობისა და მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე