პორტალი:ახლო აღმოსავლეთი
ასურეთი (აკად.: Aššur; ივრ.: אַשּׁוּר Aššûr, არამ.: Aṯûr) — ძველი სახელმწიფო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. ჩამოყალიბდა ძვ. წ. III ათასწლეულის შუამდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში და იარსება ძვ. წ. VII საუკუნის ბოლომდე. ამ დროს ასურეთის მოსახლეობა ეთნიკურად, ენით, კულტურით დიდად არ განსხვავდებოდა ბაბილონეთის მოსახლეობისაგან. სემიტურ ენათა ოჯახში შემავალი ასურული ენა ერთიანი ასურულ-ბაბილონური ანუ აქადური ენის დიალექტია.
ასურელები თაყვანს სცემდნენ ღვთაებათა მთელ ბაბილონის პანთეონს, თუმცა მის სათავეში აყენებდნენ საკუთარ ასურელ ღვთაება ასურს. ამ ღვთაების სახელი ერქვა სახელმწიფოს დედაქალაქს, ხოლო მთელი ქვეყანა "ასურის ქვეყნად", ე. ი. ასურეთად იწოდებოდა. სახელმწიფოს დედაქალაქი ასური მდებარეობდა მდ. ტიგრის ნაპირზე. საკუთრივ ასურეთს თავდაპირველად ეკავა საკმაოდ მცირე ტერიტორია ტიგრის ზემო წელზე; სამხრეთით, დაახლოებით მდინარეების ქვემო ზაბისა და ტიგრის შესართავიდან აღმოსავლეთ ზაგროსისა და ჩრდილო-დასავლეთით მასიოსის მთებამდე. დასავლეთიდან ამ ვიწრო ზოლს ემიჯნებოდა სირის-მესოპოტამიის ვრცელი უდაბნო. (...სრულად)

იესო ქრისტე (ბერძნ. Ίησους, ებრ. יהושע [იეჰოშუა] ნიშნავს "იჰვჰ არის გადარჩენა", ხოლო ქრისტე წარმოდგება ბერძნულიდან christós [მირონცხებული] და ებრაული მესიის შესატყვისია; *ძვ. წ. 8–2–დან ა. წ. 29–36–მდე), ასევე ცნობილი როგორც იესო ნაზარეველი — ქრისტიანობის ცენტრალური ფიგურა, ამ რელიგიის დამფუძნებელი.
ქრისტიანთა შეხედულებით ქრისტე არის ღვთის ძე, ღვთის სიტყვა, სამების მეორე ჰიპოსტასი (წევრი), მაცხოვარი, მხსნელი. ბიბლიის ახალი აღთქმის მიხედვით იგი შვა მარიამმა, უბიწო ქალწულმა, რომელსაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა, რომ უფალია მასთან და რომ სული წმიდა მოვიდოდა მასზე, და ძალი მაღლისა დაფარავდა,იგი მიუდგებოდა (დაორსულდებოდა), შობდა ძეს და უწოდებდა მას სახელს იესო, ეწოდება მას ძე მაღლისა, იმეფებს იგი საუკუნოდ და მის სუფევას არ ექნება დასასრული. (...სრულად)
- იერუსალიმი სამი რელიგიის, ქრისტიანობის, ისლამისა და იუდაიზმის წმინდა ქალაქია.
- ახლო აღმოსავლეთი ერთ-ერთი ყველაზე მრავალეროვანი კუთხეა მთელ მსოფლიოში. აქ ცხოვრობენ: არაბები, აზერბაიჯანელები, ასურელები, ებრაელები, თურქები, სპარსელები, სომხები, ქურთები და სხვა მრავალი ერი.
- მსოფლიოში პირველი იმპერია — ასურეთის იმპერია სწორედ ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე დაარსდა.
თურქეთი - ერაყი (ქურთისტანი) - ირანი - სირია - ლიბანი - ისრაელი (პალესტინა) - იორდანია - ეგვიპტე - საუდის არაბეთი - ომანი - იემენი - არაბთა გაერთიანებული საამიროები - კატარი - ბაჰრეინი - აზერბაიჯანი - სომხეთი - საქართველო - ქუვეითი - კვიპროსი