შინაარსზე გადასვლა

გოპაკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გოპაკი — უკრაინული ხალხური, ძირითადად მამაკაცების ცეკვა, ზოგჯერ ჰეროიკული ხასიათისაა. მისი დამახასიათებელი ელემენტებია: ხტომა, ბუქნი, ბრუნი. გოპაკის სასიმღერო და ინსტრუმენტული მელოდიები ხალხში დამოუკიდებელ მუსიკალურ პიესებადაც სრულდება. ეს მელოდიები ან გაპაკის ჟანრი ხშირად გამოყენებულია რუსი, უკრაინელი და ეროვნების კომპოზიტორების ოპერებშიც (რიმსკი-კორსაკოვის „მაისის ღამე“, მუსორგსკის „სოროჩინის ბაზრობა“, ჩაიკოვსკის „მაზეპა“, გულაკ-არტემოვსკის „ზაპოროჟიელი დუნაის გაღმა“ და სხვა). ბალეტებში (სოლოვიოვ-სედოის „ტარას ბულბა“ და სხვა). კომპოზიტორმა შტოგარენკომ თავისი სიმფონიური სურათის „ლესია უკრაინკას ხსოვნის“ ერთ ნაწილს გოპაკი უწოდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გოპაკი“-დან