შინაარსზე გადასვლა

პოლიო აბრამია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პოლიო ერმილეს ძე აბრამია (ფსევდონიმი — პოლიო ოდიშელი; დ. 28 აგვისტო, 1899, სოფ. ხორგა, ახლანდელი ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 3 თებერვალი, 1975, თბილისი) — ქართველი პოეტი და პროზაიკოსი. საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1934).

1917 წელს დაამთავრა ფოთის სამოქალაქო სასწავლებელი, ხოლო 1920 წელს ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია. 1922 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1923-1932 წლებში იყო ჟურნალ „რემედასის“ რედაქტორის მოადგილე; 1932 წლებში გაზეთ „კინომუშაკის“ რედაქციის მდივანი. 1934 წელს ჟურნალ „ავტოდორის“ მდივანი; 1934-1936 წლებში გაზეთ „მუშას“ კორესპონდენტი. 1938 წელს რადიოკომიტეტის გადაცემების მთავარი რედაქტორი. 1942 წელს გაზეთების „სამხრეთის ფრონტის“ და „სამშობლოს ღირსებისათვის“ რედაქტორი. 1945-1947 წლებში ჟურნალ „მნათობის“ რედაქციაში განყოფილების გამგე. 1947-1949 წლებში გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციის მთარგმნელი. 1918 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი პ. ოდიშელის ფსევდონიმით ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“. სხვადასხვა დროს ნათარგმნი აქვს უამრავი პიესები, მოთხრობები, რომანები და ლექსები.

დაჯილდოებულია მედლებით:

  • მედალი „გერმანიაზე გამარჯვებისთვის“;
  • მედალი „შრომითი მამაცობისთვის“.
  • მელია და ცხვარი : იგავი (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1949. - 16გვ.
  • თემურ თარბა : ნარკვევი (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1949. - 112გვ.
  • მელია : ზღაპარი (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1945. - 125გვ.
  • დევნილები : მოთხრობა (ავტორი). - ტფილისი, ზარია ვოსტოკას სტამბა, 1925. - 30გვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]