თეატრი და ცხოვრება
„თეატრი და ცხოვრება“ — ქართული ყოველკვირეული თეატრალურ-ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა 1910, 1914–1920, 1923–1926 თბილისში. მისი დამაარსებელი და რედაქტორ -გამომცემელი იყო იოსებ იმედაშვილი. ჟურნალში თანამშრომლობდნენ შ. დადიანი, ი. გომართლი, ს. ხუნდაძე, კ. ყიფიანი, ი. ვართაგავა, კ. მესხი, ს. სუმბათაშვილ-იუჟინი, ი. გრიშაშვილი, ვ. კოტეტიშვილი, ს. ახმეტელი და სხვა. იბეჭდებოდა ახალი პიესები, სტატიები თეატრის ისტორიისა და თეორისს საკითხებზე, მსახიობთა აღზრდაზე, რეჟისორის ოსტატობაზე, მსახიობისა და მაყურებლის ურთიერთობაზე. რეცენზიები სპექტაკლებზე, აგრეთვე ლიტერატურული და იუმორისტული ხასიათის წერილები და კარიკატურები.
1950 წლიდან საქართველოს თეატრალური საზოგადოება გამოსცემდა ჟურნალს „თეატრალური მოამბის“ სახელწოდებით. 1991 წელს ჟურნალის გამოცემა გაგრძელდა აღდგენილი სახელწოდებით „თეატრი და ცხოვრება“, 2018 წლიდან კი მისი სამართალმემკვიდრეა ჟურნალი „თეატრი“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქვარიანი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 628.