პლატოვის ძეგლი (სემიკარაკორსკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პლატოვის ძეგლი
Памятник Платову
მდებარეობა სემიკარაკორსკი, რუსეთი
არქიტექტორი ვლადიმერ ბელიაკოვი
თარიღდება 2010
მიძღვნილია მატვეი პლატოვი

პლატოვის ძეგლი (რუს. Памятник Платову) — ძეგლი სემიკარაკორსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი ეძღვნება კავალერიის გენერალს, XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ყველა რუსული ბრძოლის მონაწილეს, დონის კაზაკთა ატამან მატვეი პლატოვს. გაიხსნა 2010 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატვეი ივანეს ძე პლატოვი დაიბადა დონის კაზაკტა დედაქალაქ ჩერკასკში (ამჟამად სტაროჩერკასკაია).

დონის კაზაკების გმირი 47 წლის მანძილზე მონაწილეობდა ომებში. მ. პლატოვი იყო რუსეთ-ოსმალეთის ომების მონაწილე, ალექსანდრე სუვოროვის თანამებრძოლი, მონაწილეობდა ოჩაკოვოსა და იზმაილის აღებაში, 1812 წლის რუსეთ-საფრანგეთის ომის გმირი დონის კაზაკების სამხედრო ატამანი. რუსეთის არმიის საზღვარგარეთულ ლაშქრობებში მ. პლატოვი მეთაურობდა კაზაკთა კორპუსს. მისი ხელმძღვანელობით კაზაკებმა გაიმარჯვეს ფრანგულ, ოსმალურ და თათართა ჯარებზე.

2010 წელს როსტოვის ოლქის ქალაქ სემიკარაკორსკში ატამანისა და მისი დამსახურების პატივსაცემად გახსნეს ძეგლი. ძეგლის დადგმის ინიციატორები იყვნენ პარტია სამართლიანი რუსეთის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები და თადარიგის ოფიცერთა გაერთიანება.

ძეგლი დადგეს კაზაკების, ფერმერებისა და ქალაქების სემიკარაკორსკის, ნოვოჩერკასკის, ვოლგოდონსკისა და ტალინის მეწარმეთა ფინანსებით.

ძეგლის ავტორია როსტოველი მოქანდაკე ვლადიმერ ბელიაკოვი.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატვეი პლატოვის ძეგლი დგას მცირე კვარცხლბეკზე, რომელიც თავის მხრივ დგას ქვების გორაზე. ბრინჯაოს სკულპტურა წარმოდგენილია მთელი ტანით. ატამანი დგას ჰუსარების მუნდირით[1]. კვარცხლბეკზე დამაგრებულია ფილა ძეგლის აღწერით.

ძეგლის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]