შინაარსზე გადასვლა

ვოლგოდონსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ვოლგოდონსკი
Волгодонск

ვოლგოდონსკის ზღვის ქუჩა
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი როსტოვის ოლქი
კოორდინატები 47°32′24″ ჩ. გ. 42°01′26″ ა. გ. / 47.54000° ჩ. გ. 42.02389° ა. გ. / 47.54000; 42.02389
დაარსდა 1950
ადრეული სახელები ვოლგო-დონსკი
ამჟამინდელი სტატუსი 1956
ფართობი 182,3 კმ²
ცენტრის სიმაღლე 50
მოსახლეობა 170 558 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 935,59 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 8639
საფოსტო ინდექსი 347340—347399
ოფიციალური საიტი volgodonskgorod.ru
ვოლგოდონსკი — რუსეთი
ვოლგოდონსკი
ვოლგოდონსკი — როსტოვის ოლქი
ვოლგოდონსკი

ვოლგოდონსკი (რუს. Волгодонск) — ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. დაარსდა 1950 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო 1956 წელს. ქალაქის მოსახლეობა 2016 წლის მონაცემებით შეადგენს 170 558 კაცს.

ყველაზე ახალგაზრდა ქალაქი ქვეყნის სამხრეთში, დაარსდა 1950 წლის 27 ივნისს, როგორც ციმლიანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებელთა დასახლება. ქალაქი ამჟამად არის სამხრეთ რუსეთის ენერგეტიკული ცენტრი. ქალაქი ასევე მდებარეობს ყოფილ სსრკ-შიც და შემდეგ რუსეთშიც ყველაზე დიდი ატომური მანქანათმშენებლობის ქარხანა „ატომმაში“.

ქალაქი ვოლგოდონსკი მდებარეობს როსტოვის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში, ორ მილიონიან ქალაქს დონის როსტოვსა და ვოლგოგრადს შორის და შედარებით ახლოს სამხრეთ რუსეთის ისეთ ქალაქებთან, როგორიცაა სტავროპოლი, კრასნოდარი, ელისტა. ქალაქი გადაჭიმულია სალსკის სტეპში, ციმლიანის წყალსაცავის მარცხენა სანაპიროზე. სამდინარო გზებით ქალაქი დაკავშირებულია ხუთ ზღვასთან. ჩრდილოეთით თეთრ ზღვასთან და ბალტიის ზღვასთან, აღმოსავლეთით - კასპიის ზღვასთან, სამხრეთით — აზოვის ზღვასთან და შავ ზღვასთან. ვოლგოდონსკთან იწყება საირიგაციო დონის მაგისტრალური არხი.

ქალაქი მდებარეობს მშრალი კონტინენტური კლიმატის ზონაში,ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი ზამთრით და ძალიან თბილი და მზიანი ზაფხულით. ივლისის საშუალო ტემპერატურაა +23,5 °C, საშუალო წლიური ტემპერატურა კი შეადგენს +9,3 °C.

ქალაქ ვოლგოდონსკის დაარსება დაკავშირებულია ვოლგა-დონის არხის მშენებლობასთან. მცდელობა იმისა, რომ დაეკავშირებინათ მდინარეები ვოლგა და დონი განიხილებოდა XVI საუკუნის შუა წლებიდან და XVII საუკუნის დასასრულამდე. მომდევნო საუკუნეში არაერთხელ დაუბრუნდნენ ვოლგისა და დონის დაკავშირების საკითხს. 1920-იან წლებში მომავალი არხის ადგილზე მუშაობა დაიწყეს გეოდეზისტებმა. 1928 წლიდან დაიწყო არხის გათხრა, მაგრამ ეს სამუშაოები მიმდინარეობდა ხელით. 1938 წელს ჟურნალში „Техника — молодёжи“ პირველად გაიჟღერა ინფორმაციამ დაპროექტებული დასახლების ვოლგო-დონსკის შესახებ[1]. 1940-იან წლებში დიდი სამამულო ომის გამო მოხდა არხის მშენებლობის შეჩერება.

ვოლგოდონსკის მშენებლობა დაიწყო 1949 წლიდან. სადგურ ციმლიანსკთან მოაგროვეს მრავალრიცხოვანი ტვირთი და სამშენებლო მასალები. აქვე ააშენეს ჰიდრომშენებლებისათვის განკუთვნილი ნაგებობები, მაგრამ ციმლიანსკის ჰიდროკვანძის ასაშენებლად და ექსპლუატაციისათვის საჭირო იყო მშენებელთა დასახლება. 1949 წლის დეკემბერში ტერიტორია, რომელზედაც ამჟამად მდებარეობს ქალაქი, შეისწავლა სპეციალურმა კომისიამ და მიიღო დადგენილება, რომ აღნიშნული ადგილი მუშათა დასახლებისთვის შესაფერისი იყო.

კაზაკების 149 დასახლება, რომლის დატბორვაც იგეგმებოდა, გადმოასახლეს აღნიშნულ ადგილზე - მომავალი ციმლიანის წყალსაცავის ნაპირზე. ამავდროულად მომავალ ქალაქამდე გაიყვანეს რკინიგზა და ჩამოყალიბდა რკინიგზის სადგურები „მოროზოვსკაია“, „კუბერლე“ და „დობროვოლსკაია“ (ამჟამად „ვოლგოდონსკაია“)[2].

ვოლგოდონსკის დაარსება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1950 წელს გაიხსნა პირველი საშენებლო მოედანი. დაიწყო სახლების მშენებლობა ვოლგოდონსკის, ლენინის, საბჭოეთის ქუჩებზე, პუშკინის შესახვევში, ასევე აშენდა ჰიდროენერგეტიკული ნაგებობები სამმართველოს შენობა (ამჟამად ამ შენობაში მდებარეობს ქალაქის ადმინისტრაცია). საცხოვრებელი სახლების აღმართვა დაიწყო 1950 წლის 27 ივლისს. სწორედ ეს თარიღი ითვლება ქალაქის დაბადების დღედ.

1952 წელს გაიხსნა ვ. ლენინის სახელობის ვოლგა-დონის სანაოსნო არხი. 1952 წლის 31 მაისის 12 საათს და 55 წუთზე ვოლგისა და დონის წყლები ერთმანეთს დაუკავშირდნენ. არხის საზეიმო გახსნა გაიმართა 27 ივლისს.

1956 წლის 2 ნოემბრიდან რსფსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით დასახლება ვოლგო-დონსკი გახდა რაიონული დაქვემდებარების ქალაქი ვოლგოდონსკი, მის საზღვრებში მოექცა სოფელი ნოვო-სოლიონოვსკი. 1957 წელს რსფსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით რომანოვსკის რაიონს ეწოდა ვოლგოდონსკის რაიონი და ცენტრი გადავიდა ქალაქ ვოლგოდონსკში.

1959 წელს აშენდა პირველი ქიმიური ქარხანა, რომელმაც 1959 წლის 22 იანვარს გამოუშვა პირველი ქიმიური პროდუქცია. 1973 წელს კი აშენდა მძიმე მრეწველობის ქარხანა (მომავალი „ატომმაში“). ამ ქარხანასთან დაკავშირებულია ქალაქის ისტორიის ახალი ეტაპი.

1977 წლის ოქტომბერში კიდევ ერთი ეპოქალური ამბავი მოხდა ქალაქში. გაიხსნა როსტოვის (ვოლგოდონსკის) ატომური ელექტროსადგური. ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ ქალაქის მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა. მათ ეშინოდათ მსგავსი სიტუციის განმეორების როსტოვის აეს-ზეც. 1990 წელს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მოახდინეს აეს-ის კონსერვაცია. თუმცა იგი ექსპლუატაციაში მაინც შევიდა 2001 წლიდან.

2016 წლის 1 იანვრის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობაა 170 558 კაცი. ამ მონაცემებით იგი მეხუთე ადგილზეა როსტოვის ოლქში დონის როსტოვის, ტაგანროგის, შახტისა და ნოვოჩერკასკის შემდეგ. ქალაქის მოსახლეობის 54,4 %  — ქალია, 45,6 % — კი მამაკაცი[3].

ქალაქ ვოლგოდონსკში მდებარეობს საინჟინრო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი[4], ვოლგოდონსკის მომსახურების ინსტიტუტი და ეკონომიკის, მართვისა და სამართლის ინსტიტუტი. ათი პროფესიული ტექნიკუმი, სკოლა და ლიცეუმი[5] და 19 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (მათ შორის 4 გიმნაზია, 4 ლიცეუმი და 11 საშუალო სკოლა), სადაც 2010 წლის მონაცემებით სწავლობს 12 982 მოსწავლე და დასაქმებულია 751 მასწავლებელი[6].

ვოლგოდონსკი როსტოვის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელობანი კულტურული ცენტრია. ქალაქის კულტურის დაწესებულებეში შედის 6 ხელოვნების სკოლა, ორი სახელმწიფო მუზეუმი (ვოლგოდონსკის სამხატვრო მუზეუმი და ვოლგოდონსკის ეკოლოგიურ-ისტორიული მუზეუმი), ხუთი კულტურის სახლი და კლუბი, ორი კულტურისა და დასვენების პარკი, ორი კინოთეატრი და ცენტრალიზებული საბიბლიოთეკო სისტემა 18 ბიბლიოთეკით.

მიუხედავად ქალაქის არცთუ დიდი ასაკისა, იგი საკმაოდ მდიდარია კულტურული ღირებულებებით. ყოველ ორ წელიწადში აქ იმართება ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსი „შთაგონება“, რომელიც 2008 წლიდან საერთაშორისოა. ყოველწლიურად იმართება საბავშვო და მოზარდთა თეატრალური კოლექტივების საოლქო კონკურსი „თეატრალური გაზაფხული“, რეგიონალური კონკურსი „დონური აკორდი“ და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები[7].

ვოლგოდონსკში ცხოვრობენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცნობილი მხატვრები გიორგი ლიხოვიდი და ალექსანდრ ნეუმივაკინი. ვოლგოდონსკიდანაა პოპულარული ჯგუფი „ინფინიტი“ (ტატიანა ბონდარენკო და ალექსეი კუტუზოვი).

ქალაქში 50 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეგიონალური მნიშვნელობისაა 17 ისტორიისა და კულტურის ძეგლი და სამი შენობა, როგორც არქიტექტურის ძეგლი.

ქალაქის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს 12 ყორღანი, რომელთაც არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი აქვთ[8].

დონის ღვთისმშობლის ხატის მართლმადიდებლური ეკლესია
ქრისტეს შობის ტაძარი

ვოლგოდონსკში ოფიციალურად დარეგისტრირებულია 10 რელიგიური ორგანიზაცია და თემი. ქალაქში უმსხვილესი რელიგიური გაერთიანებაა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. 2011 წლიდან ვოლგოდონსკი არის ვოლგოდონსკისა და სალსკის ეპარქიის ცენტრი, რომელიც მოიცავს ვოლგოდონსკის ირგვლივ მდებარე აღმოსავლეთ როსტოვის ოლქის 23 რაიონს[9]. 2011 წლამდე ქალაქი შედიოდა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიაში[10].

ქალაქის საკათედრო ეკლესიაა ვოლგოდონსკის შობის ტაძარი. ასევე მოქმედებს ვოლგოდონსკის სამების ტაძარი.

ქალაქში ასევე არის კათოლიკური და პროტესტანტული მიმდინარეობის მრევლი. ქალაქში ასევე მოქმედებს კრიშნაიტების საერთაშორისო საზოგადოების ვოლგოდონსკის ფილიალი.

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. В. Галактионов «Волга-Дон» — Журнал «Техника-Молодёжи» (№ 1, 1938 год)
  2. Чулкова Л. А. Волгодонск. Люди. Факты. События. — Волгодонск, 2005. С. 3-7
  3. Население города. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-21. ციტირების თარიღი: 2017-07-31.
  4. Сайт Волгодонского инженерно-технического института
  5. Проект «Куда пойти учиться» — Информационная система «InfoDonsk». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-23. ციტირების თარიღი: 2017-08-01.
  6. Доклад муниципального образования «Город Волгодонск» «О результатах реализации национальной образовательной инициативы „Наша новая школа“ за 2010 год»
  7. Доклад начальника Отдела культуры Администрации г. Волгодонска Мурашевой Л. Е. от 19.01.2009
  8. Памятники Волгодонска და Постановление Главы Администрации РО от 21.02.1997 № 51 «О принятии на государственную охрану памятников истории и культуры области и мерах по их охране»
  9. Журналы заседания Священного Синода от 27 июля 2011 года (Журнал № 70)]
  10. Приходы Волгодонского благочиния
  11. Официальный сайт Администрации Волгодонска[მკვდარი ბმული]
  12. Китайские инвесторы пообещали Волгодонску чистое сердце и общую мечту. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-19. ციტირების თარიღი: 2021-12-19.