სემიკარაკორსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
სემიკარაკორსკი
Семикаракорск
გერბი
Coat of Arms of Semikarakorsk.png

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი როსტოვის ოლქი
კოორდინატები 47°31′00″ ჩ. გ. 40°48′00″ ა. გ. / 47.51667° ჩ. გ. 40.80000° ა. გ. / 47.51667; 40.80000
დაარსდა 1632
პირველი ხსენება 1594
ადრეული სახელები სემიკარაკორსკაია
ამჟამინდელი სტატუსი 1972
ფართობი 140 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10
მოსახლეობა 22 307 კაცი (2016)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 86356
საფოსტო ინდექსი 346630
ოფიციალური საიტი semikarakorsk-adm.ru
სემიკარაკორსკი — რუსეთი
სემიკარაკორსკი
სემიკარაკორსკი — როსტოვის ოლქი
სემიკარაკორსკი

სემიკარაკორსკი (რუს. Семикаракорск) — რაიონული დაქვემდებარების ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. სემიკარაკორსკის რაიონისა და სემიკარაკორსკის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. დაარსდა 1632 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო - 1972 წელს. ქალაქის მოსახლეობა 2016 წლის მონაცემებით შეადგენს 22 307 კაცს.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის სახელწოდების წარმოშობასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე ვერსია.

მოსახლეობას შორის გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ქალაქს სახელი ეწოდა შვიდი ძმა კარაკორსკების პატივისცემის ნიშნად, რომლებმაც დააარსეს ქალაქი. ასევე არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც სახელი ეწოდა სემიონ კარაკორსკის სახელის მიხედვით[1].

განსხვავებული ვერსია დომინირებს მეცნიერებს შორის. მეცნიერული ეტიმოლოგიის მიხედვით ქალაქის სახელწოდება შედგება ორი სიტყვისაგან: რიცხვითი სახელი „семь“ და თათრული სიტყვა „коркор“, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ბანაკი“, „სადგომი“. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, არქეოლოგ სვეტლანა პლეტნიოვას აზრით სახელწოდებაში გამოიყოფა სამი თურქული სიტყვა: „სემიზ“ - ძლიერი, „კარა“ - შავი და „კალა“ - ციხესიმაგრე. ამ თვალსაზრისით მისი სახელწოდება ითარგმნება როგორც „ძლიერი შავი ციხესიმაგრე“. მსგავსი ახსნა შედარებით უფრო დამაჯერებელია.

ციხის არსებობა დასტურდება ქალაქის მახლობლად. იქ სადაც უერთდება მდინარე სალი და დონი არსებობდა VII-IX საუკუნეების ხაზარული ციხესიმაგრე ე. წ. ნაქალაქარი[1].

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი სემიკარაკორსკი მდებარეობს როსტოვის ოლქის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე დონის მარცხენა ნაპირზე. ქალაქზე გაივლის „დონის როსტოვი-ვოლგოდონსკის“ საავტომობილო გზა. დონის როსტოვიდან დაშორებულია 129 კმ-ით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად ქალაქი მოიხსენიება 1594 წელს, როგორც კაზაკთა დასახლება სემიკარაკორი. მეორედ ქალაქი მოხსენიებულია სოფლის ატამან ფროლ მინაევის ჩვენებებში, რომელიც წარადგინა მოსკოვში ელჩების საბჭოზე 1672 წლის 7 დეკემბერს, ხოლო შემდეგ სამხედრო სიაში, რომელიც გაიგზავნა მოსკოვში ატამან ალექსი ნაუმოვის მიერ. ეს თარიღი ითვლება ქალაქის დაარსების ათვლის წერტილად[1].

დასახლებულმა პუნქტმა რამდენიმეჯერ გამოიცვალა თავისი მდებარეობა, რადგან გაზაფხულის წყალდიდობის დროს იტბორებოდა დასახლება მდინარე დონის ადიდების შედეგად. თავდაპირველად სტანიცა მდებარეობდა მდინარე დონის მარცხენა ნაპირზე, მდინარე დონსა და შენაკად სალს შორის. შემდეგ იგი გადავიდა იმავე მხარეს ბუნების ძეგლ „ჩერშავის“ ტერიტორიაზე. წყალდიდობის შედეგად დასახლება კვლავ დაზარალდა. მოსახლეობა გადასახლდა მდინარის მარჯვენა სანაპირზე, აქედან კი 1776 წელს ცოტა ჩრდილოეთით წაიწიეს, მაგრამ მოსახლეობა XIX საუკუნის დასაწყისში კვლავ დაუბრუნდა მდინარის მარცხენა სანაპიროს. 1822 წელს მდინარის სანაპროზე მდებარე ათ ხუტორში კაზაკებმა ააშენეს 292 ხის სახლი. 1843 წელს სოფელში სულ მოითვლებოდა 90 კომლი, 500 კომლი გადასახლდა მდინარის მეორე მხარეს. ამჟამინდელ ადგილზე სემიკარაკორსკი მდებარეობს 1895 წლიდან[1].

1897 წლისათვის სემიკარაკორსკში ცხოვრობდა 6 588 კაცი. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მისდევდა მემინდვრეობასა და მეცხოველეობას. მისდევდნენ ასევე მებაღეობასა და მეხილეობას. მთავარ როლს ასრულებდა სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა მდინარე დონის ნაპირებზე, საიდანაც პროდუქცია იგზავნებოდა რუსეთში და საზღვარგარეთის ქვეყნებში. 1911 წელს მდინარე დონმა შეიცვალა კალაპოტი და დასახლება დარჩა წყლის გარეშე. 1915 წელს დასახლებაში იყო 1 180 კომლი, ანუ 2840 კაცი და 4029 ქალი. დასახლებაში მდებარეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, სამი ეკლესია, სამი სასწავლებელი და საეკლესიო-სამრევლო სკოლა[2].

საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა 1920 წელს. 1922 წელს მუშაობა დაიწყო პირველმა ელექტროსადგურმა[2]. 1935 წელს კოლექტივიზაციის პერიოდში შეიქმნა კოლმეურნეობა „წითელი დონი“.

დიდი სამამულო ომის პერიოდში ომში გაიწვიეს მამაკაცი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. 1942 წლის გაზაფხულზე გერმანელებმა დაიკავეს ქალაქის ტერიტორია. სოფელი გაათავისუფლეს 1943 წლის 4 იანვარს[3].

ომის შემდეგ პერიოდში სემიკარაკორსკის რაიონი ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი რაიონი გახდა. აშენა საკონსერო და ზეთსახდელი ქარხნები. სამოცდათიან წლებში აშენდა კულტურის სახლები, მეთევზეთა სახლი, სასადილოები, რამდენიმე მაღაზია, უნივერმაღი, მუსიკალური სკოლა და ცენტრალური რაიონული საავადმყოფო[3].

ქალაქის სტატუსი მიიღო 1972 წლის 25 მაისს[1].

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ სემიკარაკორსკში მოქმეებს სამი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, პროფესიული სასწავლებელი, თანამედროვე ჰუმანიტარული აკადემია და სემიკარაკოსრსკის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრი.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მუშაობს ვიტალი ზაკრუტკინის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკა, ორი კულტურის სახლი, ისტორიულ-მხარეტმცოდნეობით მუზეუმი. ყოველწლიურად აღნიშნავენ დღესასწაულს „ბორის კულიკოვის გულუხვი აგვისტო“, „ქალაქ სემიკარაკორსკის დღე“.

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი ქალაქის სტუმრებს აცნობს ქალაქის ისტორიას, კულტურისა და მრეწველობის განვითარებას, ქალაქის მოსახლეობის ცხოვრებას ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. მუზეუმი დაარსდა 1997 წელს. 2000 წლიდან დამთვალიერებლებისთვის ღიაა.
  • დიდ სამამულო ომში დაღუპულ მეომართა ძეგლი
  • ვლადიმერ ლენინის ძეგლი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ადმინისტრაციის შენობის წინ მდებარე მოედანზე.
  • ცხელ წერტილებში დაღუპული მეომრების ძეგლი.
  • ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო, ააგეს 2008-2010 წლებში.
  • დონის ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო
  • ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია, ხის ეკლესია, აგებულია 2007 წელს.
  • სამების ეკლესია, აგებულია 1993-1996 წლებში[4].
  • ზაკრუტკინის ბიუსტი[5]. იგი იყო მწერალი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1982 წ.) და სტალინის პრემიის მესამე ხარისხის ჯილდოს ლაურეატი (1951 წ.)
  • ბორის კულიკოვის ძეგლი[6], მდებარეობს ქალაქის ცენტრში.
  • მშენებელ არაკანცევის ბიუსტი
  • კულიკოვის ბიუსტი
  • აბრამოვის ბიუსტი
  • სემიკარაკორსკის ციხესიმაგრე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]